ანთოკი

სოფელი საქართველოში

ანთოკი[3]სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გიორგიწმინდის თემი). მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, საგარეჯოდან 6 კილომეტრი.

სოფელი
ანთოკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი გიორგიწმინდა
კოორდინატები 41°44′30″ ჩ. გ. 45°22′38″ ა. გ. / 41.74167° ჩ. გ. 45.37722° ა. გ. / 41.74167; 45.37722
ცენტრის სიმაღლე 840 მეტრი
მოსახლეობა 73 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი 3803[2]
ანთოკი — საქართველო
ანთოკი
ანთოკი — კახეთის მხარე
ანთოკი

ისტორია რედაქტირება

არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ სოფლის ტერიტორია ადამიანის საცხოვრისს უძველესი დროიდან წარმოადგენდა. ბუნებრივი პირობები აქ ხელს უწყობდა მევენახეობის, მემინდვრეობის, განსაკუთრებით, მეცხოველეობის განვითარებას.

საქართველოს ერთიანობის ხანაში ანთოკი საკათალიკოსო სოფელია. ასეთად ჩანს იგი მომდევნო ხანებშიც. სიგელგუჯრებში ხაზგასმულია, რომ ანთოკზე, კათალიკოსის გარდა, „სხვას არავის ხელი არა აქვს.“ XVII საუკუნეში, მტრის გამუდმებული შემოსევების შედეგად, სოფელი გაპარტახებულა და მოსახლეობაც საგრძნობლად შეთხელებულა. მოგვიანებით ანთოკის მოსახლეობა, თიანეთიდან ჩასახლებულების ხარჯზე, კვლავ გაზრდილა. XVII-XVIII საუკუნეებში სოფელი რუსთავის სადროშოში შედიოდა და ბრძოლის დროს რუსთაველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა.

საბჭოთა პერიოდში ანთოკი გაერთიანებული იყო გიორგიწმინდის სარძეო-სასაქონლო მეურნეობაში. აქ ფუნქციონირებდა ფერმა-ქარხანა, რომელიც რძის პროდუქციას უშვებდა. სოფელში ამჟამად წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და მეფრინველეობა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 73 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 75 31 44
2014[5]   73 37 36

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება