ანეტ ინგეგერდ ოლზონი[2] (დ. 1971 წლის 21 ივნისს), ცნობილი სასცენო სახელით ანეტ ოლზონიშვედი მომღერალი ქალაქ ჰელსინგბორგიდან.

ანეტ ოლზონი

ანეტ ოლზონი, იტალია, 2009
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანეტ ინგეგერდ ოლზონი
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1971 (1971-06-21) (52 წლის)
დაბ. ადგილი კატრინჰოლმი, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, აორ, ალტერნატიული როკი, აკუსტიკა
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ჰობოი[1]
აქტიური 1988- დღემდე
საიტი
ანეტ ოლზონი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ანეტი გაიზარდა მუსიკის მოყვარულ ოჯახში და ბავშვობიდან მღეროდა.[1] დედის ინიციატივით იგი 8 წლის მანძილზე ჰობოიზე დაკვრასაც სწავლობდა. ანეტი მოგზაურობდა დედის ბენდთან ერთად და დრო და დრო მღეროდა მათ კონცერტებზე. მოგვიანებით მან დაიწყო მონაწილეობის მიღება ნიჭიერთა კონკურსებზე და საქები აღიარებაც მოიპოვა.[1] პირველი ჯგუფი, რომელსაც ის 17 წლის ასაკში შეუერთდა, იყო Take Cover, რომელიც ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიებს ასრულებდა. თუმცა, მან დიდ ხანს არ იარსება, ვინაიდან ანეტი გადავიდა სხვა ჯგუფებსა და პროექტებში. 21 წლის ასაკში მან წამყვანი როლი ჰელსინგბორგში დადგმულ როკ-ოპერა/მიუზიკლ „Gränsland“-ში შეასრულა. მოგვიანებით იგი მიღებული იქნა გეტებორგის საბალეტო აკადემიაში. იგი მღეროდა სხვადასხვა გუნდში, იწერებოდა სტუდიებში სხვადასხვა პროექტებისათვის და დრო და დრო მღეროდა საქორწინო ცერემონიებზე. მიხაელ ბორმანთან (ჯგუფის Jaded Heart ყოფილ ვოკალისტთან) ერთად მან იმღერა ალბომზე „Conspiracy“.

ადრეულ წლებში ანეტი ვოკალის გაკვეთილებზე კოპენჰაგენის მუსიკალურ კონსერვატორიაში, კერძო პედაგოგთან დადიოდა. დღესდღეობით იგი გაკვეთილებზე მალმეს მუსიკალური უნივერსიტეტში, კერძო მასწავლებელთან გადის.[1]

კარიერა რედაქტირება

Alyson Avenue (1999–2005) რედაქტირება

მოგვიანებით ოლზონი შეუერთდა ჯგუფს Alyson Avenue. თავდაპირველად იგი მხოლოდ სესიური ვოკალისტის როლს ასრულებდა, მაგრამ მოგვიანებით წამყვან ვოკალისტად იქცა და ჩაანაცვლა წინა წამყვანი ვოკალისტი. 1999 წელს ჩაწერილი დემო-ჩანაწერით მათ დიდი აღიარება მოიპოვეს და სხვადასხვა ხმისჩამწერ ლეიბლს დაუკავშირდნენ. ნიკლას ოლზონმა, ჯგუფში სიმღერების მთავარმა ავტორმა, კოლექტივს ჩააწერინა 4 სიმღერისგან შემდგარი დემო, რამაც მათ მოუტანა კონტრაქტი ლეიბლთან AOR Heaven.

2000 წლის ნოემბერში დადებითი შეფასებები მოიპოვა ჯგუფის სადებიუტო ალბომმა „Presence of Mind“.[3] შემდეგი ალბომი, „Omega“ გამოვიდა 2003 წელს. ანეტმა Alyson Avenue 2006 წელს დატოვა. იგი შეცვალა არაბელა ვიტანკმა.

Nightwish (2007–2012) რედაქტირება

2007 წელს 2000 ვოკალისტიდან არჩეული ანეტი ოფიციალურად შეუერთდა ჯგუფს Nightwish, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი დატოვა ვოკალისტმა ტარია ტურუნენმა.2012 წლის 1 ოქტომბერს მან დატოვა ჯგუფი.

დისკოგრაფია რედაქტირება

Nightwish რედაქტირება

სტუდიუდი ალბომები

საკონცერტო ალბომები

EP დისკები

სინგლები

მაქსი სინგლები

Alyson Avenue რედაქტირება

სტუდიური ალბომები

  • Presence of Mind (2000)
  • Omega (2004)

კრებულები

  • Munich's Hardest Hits
  • Melodic Rock
  • Fireworks Magazine
  • Total Frontfork

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Olzon Fact File. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-25. ციტირების თარიღი: 2009-10-16.
  2. Anette Ingegerd Olsson. (1971-06-21) Ratsit - Gratis upplysning pЕ fЖretag och privatpersoner. Ratsit.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  3. Alyson Avenue: Our Story. Alysonavenue.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-02. ციტირების თარიღი: 2009-10-16.