ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით "უგრძნობლობას" ნიშნავს. ანესთეზია იგივე გაუტკივარება ტკივილის შეგრძნების ხელოვნური გზით დათრგუნვაა, რაც აუცილებელია ქირურგიული მანიპულაციებისა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურის დროს. მედიცინაში ის ორ მოვლენას გულისხმობს:

  1. გარეშე გამღიზიანებლებისადმი ტკივილის შეგრძნების შესუსტებას ან დაკარგვას;
  2. გაუტკივარებას, რომელიც სპეციალური საშუალებებით მიიღწევა.
ანესთეზიის პიონერი კრავფორდი

ისტორია რედაქტირება

ქირურგიული მანიპულაციისას ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-IV საუკუნეებში იყენებდნენ. ამას მოწმობს ებერსის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნით დათარიღებული პაპირუსი, რომელშიც ოპერაციამდე ტკივილის გაყუჩების პროცესია აღწერილი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად კი ლენცოფა, ოპიუმი და ალკოჰოლია გამოყენებული. ეს პირველი საანესთეზიო საშუალებებია, რომლებსაც არა მხოლოდ ეგვიპტელები, არამედ ძველი ბერძნები, რომაელები, ჩინელები და ინდოელებიც მიმართავდნენ. მართალია, ოპიუმს უხსოვარი დროიდან იცნობდნენ, მაგრამ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლად ის მხოლოდ XIX საუკუნეში აღიარეს, მას შემდეგ, რაც მან ჩინეთიდან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ევროპაში ოპიატების სწრაფ გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი XIX საუკუნის დასაწყისში ოპიუმისგან აქტიური კომპონენტის - მორფინის მიღებამ. ეს უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გამოდგა, რომელმაც მოგვიანებით მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. 1846 წლის ოქტომბერში ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, გვარად მორტონმა, წარმატებული საჯარო ექსპერიმენტით ახალი საანესთეზიო საშუალება - აზოტის ქვეჟანგი, ეგრეთ წოდებული მალხენი აირი, დაარეგისტრირა, რომელიც საანესთეზიო ნივთიერებათა შორის უმალ ლიდერად იქცა, თუმცა მალხენი აირი მორტონს არ აღმოუჩენია - ეს ცნობილი ინგლისელი ქიმიკოსის ჰემფრი დევიდსის დამსახურება იყო. რაც შეეხება ადგილობრივ გაუტკივარებას, როგორც ანესთეზიის ერთ-ერთ სახეს, მის აღმოჩენას გერმანელ ქირურგს კარლ ლუდვიგ შლაიხს უნდა ვუმადლოდეთ. 1892 წლის აპრილში მან ადგილობრივი ანესთეზიის აღმოჩენით გაუტკივარებისთვის ბრძოლა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ მეცნიერები, გამარჯვებით დაასრულა. 1898 წლის 24 აგვისტოს კი მედიცინას გერმანელი მეცნიერის, გენიალური ქირურგის ავგუსტ ბირის დამსახურებით სპინალური ანესთეზია მოევლინა.

საანესთეზიო საშუალებანი რედაქტირება

ანესთეტიკები ასე ეწოდება იმ ქიმიურ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც სამედიცინო მანიპულაციებისას ტკივილი ითრგუნება. საანესთეზიო ნივთიერებები ორი ძირითად ჯგუფად იყოფა:

  1. ინტრავენური პრეპარატები;
  2. საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებები (აირები და აქროლადი ნივთიერებები).

ინტრავენური საანესთეზიო საშუალებები შემდგომ ჯგუფებად იყოფა:

ნერვკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი პრეპარატები ანუ რელაქსანტები რომლებიც გამოიყენება ჩონჩხის კუნთების უკეთესი მოდუნებისა და საოპერაციოდ უკეთესი პირობების შეასაქმნელად.

საინჰალაციო საანეთეზიო პრეპარატები აიროვანი ან აქროლადი ნივთიერებებია. აირებია აზოტის ქვეჟანგი და ქსენონი ხოლო აქროლადი ნივთიერებები - ჰალოთანი, იზოფლურანი,სევოფლურანი და დესფლურანი რომლებიც ზოგადი ანესთეზიისას დამოუკიდებლად ან შიდავენურ ანესთეტიკებთან ერთად გამოიყენება. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ანესთეზიის დაწყებისას ასევე მის შესანარჩუნებლად. მაღალი საიმედოობის, უსაფრთხოების, გამოყენების სიიოლის და შედარებით სიიაფის გამო ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებები ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Wolf, Jacqueline H. Deliver Me from Pain: Anesthesia and Birth in America (Johns Hopkins University Press, 2009) 277pp; covers 1840s to 21st century; ISBN 978-0-8018-9110-6

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება