ანელიზე მიხელი (გერმ. Anneliese Michel; დ. 21 სექტემბერი, 1952 — გ. 1 ივლისი, 1976) — გერმანელი კათოლიკე ქალი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ეგზორციზმის მსხვერპლი. 16 წლიდან გარდაცვალებამდე განიცდიდა ნერვულ დაავადებებს. დაიბადა 1952 წლის 12 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ლაიბლფინგში კათოლიკურ ოჯახში. 1968 წელს დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი.[1] სტაციონარული თერაპიის გავლის შემდეგ სკოლას დაუბრუნდა. მალე აღენიშნა ჰალუცინაციები. 1973 წელს დეპრესიაში ჩავარდა და ჩაესმოდა ხმები, რომ იგი წყეულია[2] და „ჯოჯოხეთში დალპება“.[1] ეგზორციზმი გაგრძელდა 1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე.

ანელიზე მიხელი

ანელიზე მიხელი
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი 1952
გერმანია
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი 1976
გერმანია

ჩატარებულმა გამოძიებამ უჩვენა, რომ იგი გარდაიცვალა ემაციაციისაგან, ხოლო მშობლებსა და მღვდლებს როგორც პასუხისმგებელ პირებს წაუყენეს ბრალდება გულგრილობის გამო. ანელიზეს პირველი ეპილეფსიური შეტევა დაემართა 16 წლის ასაკში. იმყოფებოდა დეპრესიაში და მკურნალობდა ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში. 1973 წლისათვის ჩაესმოდა ხმები. მიუხედავად წამლებისა, მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და საბოლოოდ, ანელიზემ მიმართა მღვდელს ეგზორციზმის ჩასატარებლად, რომლის განხოციელებაზე უკანასკნელმა უარი განაცხადა. 1975 წელს ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ორ მღვდელს ეგზორციზმის ჩატარების ნება დართო, რომელიც საუდუმლოდ წარიმართა. ანელიზე 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა, 1 ივლისს. გარდაცვალების მიზეზად დასახელდა კვების ნაკლებობა და გაუწყლოება. სასამართლო პროცესმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღება მიიპყრო. საბრალდებო განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულებს გამოუტანეს განაჩენი ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეიცვალა 3-წლიანი პირობითი პატიმრობითა და ჯარიმით. ანელიზე გარდაცვლილად გამოაცხადეს 1976 წლის ივლისში.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Paris, André (31 May 2003). „Unreiner Geist, weiche!“ (German). taz. ციტირების თარიღი: 15 May 2011.
  2. Hansen, Eric T. (4 September 2005). „What in God's Name?!“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
  3. ანელიზე მიხელი — ბიოგრაფია