ანდრონოვოს კულტურა

ანდრონოვოს კულტურაბრინჯაოს ხანის კულტურების ერთობლიობა, რომლებიც განვითარებული იყო ძვ. წ. 2000–900 წლებში დასავლეთ ციმბირსა და აზიურ ველზე.[1] მისი უფრო სწორი არქეოლოგიური განსაზღვრებაა კულტურული ფენა.

ანდრონოვოს კულტურა

ადრინდელი შინტაშტური კულტურა (ძვ. წ. 2100–1800) აღარ მიიჩნევა ანდრონოვოს კულტურად, არამედ მის წინამორბედად, თუმცა შედის ანდრონოვოს კულტურულ ფენაში.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანდრონოვოს კულტურის მომცველ ტერიტორიაზე ძირითადად ინდოირანულ ენებზე საუბრობდნენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 452.
  • Anthony, David; Vinogradov, Nikolai (1995), "Birth of the Chariot", Archaeology 48 (2): 36–41.
  • Bryant, Edwin (2001), The Quest for the Origins of Vedic Culture: The Indo-Aryan Migration Debate, Oxford University Press, ISBN 0-19-513777-9.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mallory 1997, p. 20–21