ანდრომედე (მითოლოგია)

ტერმინს „ანდრომედა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ანდრომედა (მრავალმნიშვნელოვანი).

ანდრომედე (ძვ. ბერძნ. Ἀνδρομέδα; ბერძ. Andromedē) — ძველბერძნულ მითოლოგიაში[1] ეთიოპიის მეფის, კეფეოსის და, მისი ცოლის, კასიოპეს ასული.[2]. ანდრომედემ თავისი სილამაზით განარისხა პოსეიდონის ქვეშევრდომები — ნერეიდები, რომლებმაც პოსეიდონს მიმართეს და მან ეთიოპიას გველეშაპი მიუსია. გველეშაპის მოშორების ერთადერთი პირობა იყო მისთვის ანდრომედეს შეწირვა. ანდრომედე კლდეს მიაჯაჭვეს და გველეშაპს დაუტოვეს; მეფის ასული გადაარჩინა პერსევსმა, რომელიც მფრინავი სანდლებით შინ ბრუნდებოდა. მან გველეშაპს მედუზა გორგონას თავი უჩვენა და გაქვავებული ურჩხული წყალში ჩავარდა.

პოლ გუსტავის ანდრომედე

სქოლიო რედაქტირება

  1. Мифы народов мира. М., 1991-92. В 2 т. Т.1. С.82; Любкер Ф. Реальный словарь классических древностей. М., 2001. В 3 т. Т.1. С.106
  2. Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека II 4, 3-5