ანდრია კონჩალოვსკი

ანდრია კონჩალოვსკი (რუს. Кончаловский, Андрей Сергеевич; ინგლ. Andrei Konchalovsky; დ. 20 აგვისტო 1937, მოსკოვი) — საბჭოთა, რუსი და ამერიკელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, სცენარისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. რსფსრ სახალხო არტისტი (1980). კინოაკადემიის ნიკას პრეზიდენტი. დაიბადა მამამისის — მწერლის სერგეი მიხალკოვისა და დედამისის პოეტისა და მთარგმნელის — ნატალია კონჩალოვსკაიას ოჯახში. კინორეჟისორის — ნიკიტა მიხალკოვის უფროსი ძმა. შემოქმედებითი მოღვაწეობის დაწყებით ეტაპზე თავს ანდრონს უწოდებდა, აგრეთვე მიიღო ორმაგი გვარი — მიხალკოვ-კონჩალოვსკი. დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური სკოლა (1952) და მოსკოვის კონსერვატორიის აკადემიური მუსიკალურო კოლეჯი (1957). 1957-1959 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1964 წელს დაამთავრა სერგეი გერასიმოვის სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო).

ანდრია კონჩალოვსკი

ანდრია კონჩალოვსკი
დაბადების თარიღი 20 აგვისტო 1937
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1964–დღემდე
მეუღლე(ები) იულია ვისოცკაია (1998-დღემდე)
მშობლები მამა: სერგეი მიხალკოვი
დედა: ნატალია კონჩალოვსკაია
საიტი konchalovsky.ru

1980 წელს საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც გადაიღო რამდენიმე ცნობილი კინოფილმი, რომელთაგან აღსანიშნავია ტანგო და კეში (1989). 1990-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა სამშობლოში. 1997 წელს აშშ-ში გადაიღო მინი-სერიალი ოდისევსი, სადაც მთავარი როლი შეასრულა არმანდ ასანტემ. ნაყოფიერად მოღვაწეობს აგრეთვე თეატრში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება