ანდრია არხანგელსკი

რუსი გეოლოგი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არხანგელსკი (მრავალმნიშვნელოვანი).

ანდრია დიმიტრის ძე არხანგელსკი (რუს. Архангельский, Андрей Дмитриевич; დ. 8 დეკემბერი [ძვ. სტ. 26 ნოემბერი], 1879, რიაზანი ― გ. 16 ივნისი, 1940, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929; წევრ-კორესპონდენტი 1925). მოსკოვის უნივერსიტეტისა (1920-1932 წწ.) და სამთო აკადემიის პროფესორი (1924-1932 წწ.).

ანდრია არხანგელსკი
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი (8 დეკემბერი), 1879
დაბ. ადგილი რიაზანი[1]
გარდ. თარიღი 16 ივნისი, 1940(1940-06-16)[1](60 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

1919-1924 წლებში აკადემიკოს ივანე გუბკინთან ერთად ხელმძღვანელობდა კურსკის მაგნიტური ანომალიის შესწავლად. 1934-1940 წლებში იყო ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ნაშრომები მიძღვნილია რეგიონალური გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, დანალექი ქანების პეტროგრაფიის, პალეოგეოგრაფიის სხვადასხვა საკითხებისადმი. განსაკუთრებით ცნობილია შრომები, რომლებიც მიეძღვნა სსრკ-ის გეოლოგიურ აგებულებას და გეოლოგიის ისტორიის საკითხებს.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არხანგელსკის შრომებს დედამიწის ქერქისა და მისი მთავარი სტრუქტურული ელემენტების განვითარების ზოგადი კანონზომიერების დადგენის დარგში. სსრ კავშირის ტერიტორიის ვრცელი გეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგად არხანგელსკიმ დაამტკიცა, რომ გეოსინკლინური არეები და ბაქნები დროთა განმავლობაში განიცდის ცვლილებას.

მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს არხანგელსკის შრომებს დანალექ ქანთა და დანალექი სასარგებლო წიაღისეულის წარმოქმბის პირობათა გასარკვევად. ფართოდაა ცნობილი სსრკ-ის ტექტონიკის საკითხებისადმი მიძღვნილი შრომები. არხანგელსკიმ პირველმა დანერგა გეოფიზიკური მეთოდების (განსაკუთრებით გრავიმეტრიის) მონაცემების გამოყენების გზები რეგიონალურ გეოტაქტონიკურ კვლევაში და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების საქმეში. შავიზღვისპირეთის ნავთობიანი პროვინციების გამოკვლევისათვის მიენიჭა ლენინის სახელობის პრემია (1928).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 616.
  • Шатский Н. С., Андрей Дмитриевич Архангельский, М., 1944.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Архангельский Андрей Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.