ანდრეს დე ხესუს მარია ი ხოსე ბელიო ლოპესი (ესპ. Andrés Bello; დ. 29 ნოემბერი, 1781 — გ. 15 ოქტომბერი, 1865) — ვენესუელელი ჰუმანისტი, პოეტი, კანონმდებელი, ფილოსოფოსი, განმანათლებელი და ფილოლოგი, რომლის პილიტიკური და სამწერლო მოღვაწეობა წარმოადგენს ესპანურ ენოვანი ამერიკის კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს. ბელიო გამოსახულია ძველ ვენესუელური ბოლივარის 2000-იან და ჩილეს პესოს 20 000-იან ბანკნოტებზე.

ანდრეს ბელიო
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1781
კარაკასი, ვენესუელა
გარდაცვალების თარიღი 15 ოქტომბერი, 1865 (83 წლის)
სანტიაგო, ჩილე
მოქალაქეობა ჩილეს დროშა ჩილე
ვენესუელის დროშა ვენესუელა
ალმა-მატერი ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ცხოვრება ვენესუელაში რედაქტირება

ბელიო, რომლის მშობლებიც წარმოშობით კანარის კუნძულებიდან იყვნენ,[1] სწავლობდა თავისუფალ ხელოვნებებს, სამართალს და მედიცინას ვენესუელას ცენტრალურ უნივერსიტეტში, რომელიც 1800 წლის 9 მაისს ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. ის მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ნაწერებით და თარგმანებით, გამოსცემდა Gazeta de Caracas-ს და ეკავა მნიშვნელოვანი პოზიციები ვენსუელას მთავრობაში. ის თან ახლდა ალექსანდერ ჰუმბოლდტს მისი ლათინური ამერიკაში მოგზაურობის გარკვეულ მონაკვეთზე და იყო მცირე ხნით სიმონ ბოლივარის მასწავლებელი.[2] ამ ორ ადამიანთან მისი ურთიერთობები იქცა მთავარ ფაქტორად იდეების მისი ინტელექტუალური კარიერისთვის ასამუშავებლად.

ბელიომ მისი ფორმალური განათლების დასრულების შემდეგ ათი წელი გაატარა მშობლიურ კარაკასში. ამ პერიოდში მისი ავტორობით იქმნება ორი ლიტერატურული ნამუშევარი, Calendario manual y guía universal del forastero en Venezuela para el año de 1810 და Resumen de la historia de Venezuela [3].

ორივე ნაშრომი ფართოდ იქნა აღიარებული ვენესუელაში. ამ წერტილიდან იწყება ბელიოს, როგორც პოეტის კარიერა. დროთა განმავლობაში ბელიომ განავრცო თავისი შეხედულებები ჰუმანიზმსა და კონსერვატიზმში. მისი დროისთვის ბელიო აღიარებული იყო როგორც ყველაზე დიდი ჰუმანისტი.

ცხოვრება ინგლისში რედაქტირება

1810 წლის 19 აპრილის გადატრიალების შემდეგ, ბელიო როგორც ვენესუელას საგარეო საქმეთა სამდივნოს პირველი ოფიცერი, სიმონ ბოლივართან ერთად 1813 წლამდე გაგზავნილი იყოლონდონში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამსახურისთვი, რათა იქ რვოლუციური მოძრაობისთვის სახსრები ეშოვა.[4] ბელიო ჩავიდა პორტსმუთში როგორც ბოლივარის მისიის ატაშე 1810 წლის 11 ივლისს.[3] სავარაუდოდ ბელიოს ინგლისში არ ჰქონდა ადვილი ცხოვრება, თუმცა ის ახერხებდა განევრცო თავისი იდეები და მიეღო მონაწილეობა ინგლისის სოციალურ ცვლილებებში ინდუსტრიულ და აგრო რევოლუციებში.[3] იმისთვის რომ ქონოდა ლონდონში ცხოვრების საშუალება ბელიო ლორდი ჰამილტონის ბავშვებს ესპანურს ასწავლიდა.[5] ლონდონში ის შეხვდა ფრანსისკო მირანდას და გახდა გრაფტონის ქუჩაზე მდებარე მისი ბიბლიოთეკის მუდმივი მომხმარებელი, ასევე ის აქტიურად დადიოდა ბრიტანეთის მუზეუმში. ინგლისში მისი ხანგრძლივი ყოფნის პერიოდში ის განიცდიდა ნოსტალგიას და გახდა იმ ეპოქის ისეთი მოაზროვნეების თანამოაზრე როგორც José María Blanco, Bartólome José Gallardo, Vicente Rocafuerte. ის ცხოვრობდა ლონდონში 19 წელი როგორც ჩილესა და კოლუმბიის დიპლომატიური წარმომადგენელი. თავისუფალ დროს ის სწავლობდა, ასწავლიდა და ჩართული იყო ჟურნალისტურ მოღვაწეობაში.[6]

1823 წელს, ბელიომ ხუან გარსია დელ რიოსთან ერთად გამოსცა Biblioteca America რამაც ფართო აღიარება მოიპოვა ევროპაში.[3] 1826 წელს გამოუშვა ჟურნალი Repertorio Americano სადაც მისი ლექსებიც იბეჭდებოდა.[5] მისი ორი ეპიკური პოემდან რომლებმაც ის გახადეს პოპულარული პირველს ჰქვია: Las Silvas Americanas, და დაიბეჭდა მისი ლონდონში ყოფნის დროს დაახლოებით 1826 წელს და ასახავდა ახალი მსოფლიოს კულტურას რომელიც მაშინ იწყებდა განვითარებას. მეორე პოემა Silva a la agricultura de la zona tórrida არის უფრო ცნობილი და წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ბუნების მხატვრულ აღწერას პუბლიუს ვერგილიუსის სტილში, პოეტის რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ბელიოზე.[6] ეს ორი ნაწარმოები შემდგომში გახდა ბელიოს უფრო დიდი ნაწარმოების America-ს ნაწილი, რომლის დასრულებაც ვერ მოახერხა.

ცხოვრება ჩილეში რედაქტირება

1829 წელს მან მიიღო ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროში (სანტიაგოში) თანამდებობა, მინისტრ დიეგო პორტალესის ადმინისტრაციაში.[5] ბელიოს მიწვევა მოულოდნელი იყო მისი ვენესუელური წამომავლობის გამო, თუმცა ის სიამოვნებით დათანხმდა და შემდგომში სანტიაგოს სენატორადაც კი დაასახელეს. როგორც სენატორმა ბელიომ 1843 წელს დააფუძნა ჩილეს უნივერსიტეტი და დარჩენილი ცხოვრება გაატარა რექტორის პოსტზე.[5] მისი მოსწავლეები იყვნენ ვიქტორ ლასტარინო და ფრანცისკო ბილბაო.[7]

Gramática de la lengua castellana destinada al uso de los americanos (ამერიკელებისთვის განკუთვნილი კასტილიური გრამატიკა), რომელიც დასრულდა 1847 წელს, იყო პირველი ესპანურ-ამერიკული გრამატიკა, სადაც ბევრი ორიგინალური სიახლე იყო. ნაშრომი ქვეყნდებოდა წლების განმავლობაში მრავალ ვერსიად, რომელთაგანაც ყველაზე საყურადღებოა რუფინო ხოსე კუერვოსეული. 1861 წელს ბელიო იყო მიღებული ესპანეთის ენის სამეფო აკადემიაში როგორც წევრ-კორესპონდენტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. http://elguanche.net/Ficheros3/emigracionytrascendenciaagm8.htm. LA EMIGRACION Y SU TRASCENDENCIA EN LA HISTORIA DEL PUEBLO CANARIO (იმიგრაცია და მისი მნიშვნელობა კანარის ისტორიაში) (ესპანურად)
  2. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos, კოლუმბიის პრეზიდენტები; Interprint Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; გვერდი 10; ბოგოტა, კოლუმბია; 1983
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Gregory Weinberg "Andres Bello" UNESCO: განათლების საერთაშორისო ბიურო, 2000
  4. Crow (1992:431).
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 John Crow (1992), The Epic of Latin America, კალიფორნია: კალიფორნიის პრესის უნივერსიტეტი. გვ.643
  6. 6.0 6.1 "ანდრეს ბელიო." ბრიტანიკის ენციკლოპედია. 2008. ბრიტანიკის ონლინე ენციკლოპედია. 28 ოქტ. 2008 <http://search.eb.com/eb/article-9015290>
  7. Crow (1992:644)