ანდრეა ჰენკელი (გერმ. Andrea Henkel; დ. 10 დეკემბერი, 1977, ილმენაუ, თიურინგია, გერმანია) — გერმანელი ბიატლონისტი.

ანდრეა ჰენკელი
პერსონალური ინფორმაცია
სრული სახელი ანდრეა ჰენკელი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1977
დაბადების ადგილი ილმენაუ, დროშა: გერმანია გერმანია

ბიოგრაფია რედაქტირება

1991 წელს სწავლობდა ობერჰოფის სპორტულ გიმნაზიაში, სადაც თავისი გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა. ჰენკელი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორებს შორის. ანდრეა ჰენკელს თავისი კარიერის განმავლობაში 14 შეჯიბრი აქვს მოგებული, პირველად 1999 წელს სლოვენიის ქალაქ პოკლიუკაში გაიმარჯვა მას-სტარტში.

2002 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სოლტ-ლეიკ-სიტიში ანდრეა ჰენკელმა მოახერხა 2 ოქროს მედლის მოგება, ინდივიდუალურ შეჯიბრსა და გუნდურ ესტაფეტაში. 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ქალაქ ჰოხფილლცენში ჰენკელმა ისევ ოქროს მედალი აიღო ინდივიდუალურ შეჯიბრში 15 კმ-ზე, რითაც იგი პირველი ქალი ბიატლონისტი გახდა, რომელმაც ინდივიდუალურ შეჯიბრში მსოფლიო და ოლიმპიური ოქროს მედლები მოიგო. 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ქალაქ ანტჰოლცში მას-სტარტში ჰენკელი ისევ პირველი იყო და შემდეგი გამარჯვება გუნდურ ესტაფეტაშიც მოიპოვა. 2006-2007 წლებში ჰენკელმა საერთო ჩათვლა მოიგო.

შვედეთის ქალაქ ესტერსუნდში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰენკელი 3-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. იგი სპრინტში, დადევნებასა და გუნდურ ესტაფეტაში პირველი იყო.

ოლიმპიური თამაშები
ოქრო ოქრო ვერცხლი
სოლტ-ლეიკ-სიტი

ინდივიდუალური

სოლტ-ლეიკ-სიტი

ესტაფეტა

ტურინი 2006

ესტაფეტა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება