ანდიური ენები — ახლომონათესავე ენები. შედის კავკასიური ენების დაღესტნურ ენათა ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ ენებში. მოიცავს ანდიურ, ბოთლიხურ, ღოდობერიულ, ჭამალურ, ტინდიურ, ბაგვალურ, კარატულ, ახვახურ ენებს. თითოეულ მათგანზე დაახლოებით 3 000—6 000 კაცი ლაპარაკობს (საერთო რაოდენობა დაახლოებით 35 000 კაცი). გავრცელებულია რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში, ძირითადად მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ბოთლიხის, წუმადისა და ახვახის რაიონებში.

ანდიური ენებისათვის დამახასიათებელია თანხმოვანთა სიმდიდრე, გრამატიკული კლასების არსებობა. ბრუნვათა სიმრავლე. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. ნიშანდობლივია ძლიერი დიალექტური დიფერენციაცია. ანდიური ენები უმწერლობო ენებია. სამწერლობო ენად გამოყენებულია მონათესავე ხუნძური ენა.

ლიტერატურა რედაქტირება