ანგელოსებიბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (1185-1204 წწ.) მსხვილ მემამულეთა რიგიდან. ხელისუფლბა მოიპოვეს ანდრონიკე I კომნენოსის დამხობის შემდეგ. ანგელოსები იმპერიას განაგებდნენ რთულ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვითარებაში. ვერ შეძლეს პროვინციების სეპარატიზმის დათრგუნვა. ეყრდნობოდნენ დიდგვაროვან მოხელეთა ფენებს, გაადიდეს გადასახადები. მოიგერიეს სიცილიელი ნორმანების თავდასხმა, მაგრამ დამარცხდნენ სელჩუკებთან ბრძოლაში. ანგელოსების მმართველობის დროს განხორციელდა ჯვაროსანთა მესამე და მეოთხე ლაშქრობა, რომლებმაც მკვეთრი ანტიბიზანტიური ხასიათი მიიღო. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის გარემოცვის დროს შეთქმულებმა ანგელოსების უკანასკნელი წარმომადგენლები ისააკ II და ალექსი IV დახოცეს. ანგელოსების დინასტია დაემხო.

იმპერატორთა სია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება