ანა ჰენრიეტა კურპფალცელი

ანა ჰენრიეტა კურპფალცელი (გერმ. Anna Henriette von Pfalz), ან ბავარიელი (ფრანგ. Anne Henriette de Bavière; დ. 13 მარტი, 1648 — გ. 23 თებერვალი, 1723) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჯეიმზ VI-ის ასულ ელიზაბეთ სტიუარტისა და მისი ქმრის, ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ის ვაჟ ედუარდ კურპფალცელისა და მისი მეუღლის, ანა გონძაგას ქალიშვილი. კონდეს პრინცესა 1686-1709 წლებში როგორც ანრი ჟიულ დე ბურბონის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა.

ანა ჰენრიეტა კურპფალცელი
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 11 ნოემბერი, 1686
მმართ. დასასრული: 1 აპრილი, 1709
წინამორბედი: კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი
მემკვიდრე: ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 მარტი, 1648
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 23 თებერვალი, 1723, (74 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი ჟიული, კონდეს პრინცი
(ქ. 1663 - გარდ. 1709)
შვილები: მარი ტერეზი, კონტის პრინცესა
ლუი III, კონდეს პრინცი
ანა მარი, მადმუაზელ კონდე
ლუიზ ბენედიქტა, მაინის ჰერცოგინია
მარი ანა, ვენდომის ჰერცოგინია
სრული სახელი: ანა ჰენრიეტა ჯულიანა
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ედუარდი, სიმერნის პფალცგრაფი
დედა: ანა გონძაგა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

ანა ჰენრიეტა დაიბადა 1648 წლის 13 მარტს პარიზში. იგი იყო სიმერნის პფალცგრაფ ედუარდ კურპფალცელისა და მისი მეუღლის, ანა გონძაგას ქალიშვილი. მამამისი იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ისა და ანა დანიელის ასულ ელიზაბეთ სტიუარტისა და მისი ქმრის, ბოჰემიის მეფე და პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ V-ის ვაჟი, ხოლო დედამისი იყო პოლონეთისა და ლიტვის დედოფალ მარია ლუიზა გონძაგას ღვიძლი და.

თხუთმეტი წლის ასაკში იგი დანიშნეს კონდეს პრინც ლუი II-ის ერთადერთ ვაჟზე, ენგიენის ჰერცოგ ანრი ჟიულზე. იგი კონდეს ტახტის მემკვიდრე და საფრანგეთის მეფის ბიძაშვილი იყო. მისი და ანა ჰენრიეტას ქორწინება 1663 წლის 11 დეკემბერს შედგა პარიზის პალას დე როიალში. საქორწინო ცერემონიალი მოგვიანებით კვლავ შედგა ვერსალის სასახლეში, სადაც მას ლუი XIV, დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი, დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I, მისი ცოლი ჰენრიეტა ინგლისელი და სხვა მრავალი მონარქი და არისტოკრატი დაესწრო.

მრავალწლიანი და უბედური ქორწინებიდან, წყვილს ათი შვილი შეეძინა. ანრი ჟიულს კლინიკური ლიქანთროპია სჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სადისტური ბუნება და პერიოდულად გიჟური გამოხტომები ჰქონდა. ანა ჰენრიეტა აღწერილია როგორც სათნო, განათლებული, დახვეწილი, ქველმოქმედი და ღვთისმოსავი ქალი, რომელსაც სამეფო კარზე ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც უთანაგრძნობდნენ ქმრის გამო. მიუხედავად ასეთი ხასიათისა, ანრი ჟიული ანა ჰენრიეტას ხშირად სცემდა, თანაც ამას იგი არც მსახურების და არც დიდგვაროვნების თვალწინ ერიდებოდა.

1671 წელს ანა ჰენრიეტას ბიძაშვილი, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი ცოლად გაჰყვა ლუი XIV-ის დაქვრივებულ ძმას, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ს. ანა ჰენრიეტა და ელიზაბეთ შარლოტა ძალიან მალე დამეგობრდნენ და დიდ დროს ატარებდნენ ერთად. 1708 წელს, როდესაც მისი ბიძაშვილი, მანტუას ჰერცოგი კარლო IV გარდაიცვალა, ანამ მისგან მემკვიდრეობით არჩეს პრინცესობა მიიღო, მანტუას კი ავსტრიელები დაეპატრონნენ. მომდევნო 1709 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ანრი ჟიული, რის შემდეგაც კონდეს პრინცი მათი ვაჟი ლუი III გახდა.

ანა ჰენრიეტა კურპფალცელი გარდაიცვალა 1723 წლის 23 თებერვალს, 74 წლის ასაკში, პარიზში.

ტიტულატურა რედაქტირება

  • 13 მარტი 1648 - 11 დეკემბერი 1663: მისი უდიდებულესობა პრინცესა ანა კურპფალცელი;
  • 11 დეკემბერი 1663 - 11 ნოემბერი 1686: მისი უდიდებულესობა ენგიენის ჰერცოგინია;
  • 11 ნოემბერი 1686 - 1 აპრილი 1709: მისი უდიდებულესობა კონდეს პრინცესა;
  • 1 აპრილი 1709 - 23 თებერვალი 1723: მისი უდიდებულესობა ქვრივი კონდეს პრინცესა;

წინაპრები რედაქტირება

შვილები რედაქტირება

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მარი ტერეზი   1 თებერვალი, 1666,

პარიზი, საფრანგეთი

22 თებერვალი, 1732,

პარიზი, საფრანგეთი,

(66 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კონტის პრინცსა და პოლონეთის ტიტულარულ მეფე

ფრანსუა ლუის, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა.

ანრი   5 ნოემბერი, 1667,

პარიზი, საფრანგეთი

5 ივლისი, 1670,

პარიზი, საფრანგეთი,

(2 წლის)

ბურბონის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ლუი III   10 ნოემბერი, 1668,

პარიზი, საფრანგეთი

4 მარტი, 1710,

ვერსალი, საფრანგეთი,

(41 წლის)

კონდეს პრინცი, ენგიენისა და ბურბონის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ლუი XIV-ის

ასული ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი.

ანა   11 ნოემბერი, 1670,

პარიზი, საფრანგეთი

27 მაისი, 1675,

პარიზი, საფრანგეთი,

(4 წლის)

მადმუაზელ დე ენგიენი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ანრი   3 ივლისი, 1672,

სენ-ჟერმენ-ან-ლაი,

საფრანგეთი

6 ივნისი, 1675,

პარიზი, საფრანგეთი,

(2 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ლუი ანრი   9 ნოემბერი, 1673,

პარიზი, საფრანგეთი

21 თებერვალი, 1677,

პარიზი, საფრანგეთი,

(3 წლის)

ლა მარშის გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ანა მარი   11 აგვისტო, 1675,

პარიზი, საფრანგეთი

23 ოქტომბერი, 1700,

აიზნიერი, საფრანგეთი,

(25 წლის)

მადმუაზელ დ'ენგიენი. გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
ლუიზ

ბენედიქტა

  8 ნოემბერი, 1676,

პარიზი, საფრანგეთი

23 იანვარი, 1753,

პარიზი, საფრანგეთი,

(76 წლის)

ცოლად გაჰყვა ლუი XIV-ის ვაჟს, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტს, რომელთანაც შეეძინა

ორი ვაჟი.

მარი ანა   24 თებერვალი, 1678,

პარიზი, საფრანგეთი

11 აპრილი, 1718,

პარიზი, საფრანგეთი,

(40 წლის)

ცოლად გაჰყვა ანრი IV-ის შვილთაშვილს, ვენდომის ჰერცოგ ლუი ჟოზეფს, თუმცა

შვილები არ ჰყოლია

უსახელო

გოგონა

  17 ივლისი, 1679,

პარიზი, საფრანგეთი

17 სექტემბერი, 1680,

პარიზი, საფრანგეთი,

(1 წლის)

მადმუაზელ დე კლერმონი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Scavini, « Le parapluie français », Le Figaro Magazine, semaine du 19 mai 2017, page 111.
  • Christian von Stramburg, Anton Joseph Weidenbach: Denkwürdiger und nützlicher Rheinischer Antiquarius. Teil 2, Band 6. R. F. Hergt, Koblenz 1857, S. 209–210 (Digitalisat).