ანა ივანოვიჩი (სერბ. Ана Ивановић, Ana Ivanović; დ. 6 ნოემბერი, 1987, ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) — სერბი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ანა ივანოვიჩი

ივანოვიჩი ინდიან უელსის მასტერსზე 2014 წელს
მშობლიური სახელი Ана Ивановић
Ana Ivanović
ქვეყანა (სპორტი) სერბეთის დროშა სერბეთი
საცხოვრებელი ადგილი ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დაიბადა 6 ნოემბერი, 1987 (1987-11-06) (36 წლის)
ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია
სიმაღლე 184 სმ.
პროფესიონალი 2003
კარიერა დაასრულა 2016
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 15,510,787 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი anaivanovic.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 480–225 (68.09%)
ტიტულები კარიერაში 15
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (9 ივნისი, 2008)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2008)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2008)
უიმბლდონი ნახევარფინალი (2007)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2012)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2007)
ოლიმპიური თამაშები 3რ (2012)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 30–35 (40.15%)
ტიტულები კარიერაში 0
უმაღლესი რეიტინგი 50-ე (25 სექტემბერი, 2006)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2005, 2007)
უიმბლდონი 3რ (2005)
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (2006)
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (2006)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (2005)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (2011)
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები 1რ (2012)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი ფინალი (2012)
ჰოპმანის თასი ფინალი (2013)
ბოლოს განახლდა: 2 თებერვალი, 2018.

ივანოვიჩს 1 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2008 წელს, მან საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში რუსი დინარა საფინა ორ სეტში დაამარცხა[1]. ამ გამარჯვებით, ივანოვიჩი გახდა პირველი სერბი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. ჯამში მან კარიერაში WTA-ის 15 ტურნირი მოიგო ერთეულებში. სერბი ჩოგბურთელი 12 კვირის განმავლობაში იკავებდა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს.

საფრანგეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ივანოვიჩმა ზედიზედ 17 დიდი სლემის ტურნირზე ვერ შეძლო მეოთხედფინალამდე მიღწევა. ერთ-ერთ მიზეზად, მან გადამეტებული ყურადღება და წნეხი დაასახელა[2]. შედეგები სერბმა 2014 წლიდან გააუმჯობესა, როდესაც დიდი სლემის მეოთხედფინალთან და ნახევარფინალთან ერთად, ოთხი ტურნირი მოიგო. ივანოვიჩმა კარიერა 2016 წელს 29 წლის ასაკში დაასრულა[3].

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 3 (1–2) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2007 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ჟუსტინ ენენი 1–6, 2–6
მარცხი 2008 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   მარია შარაპოვა 5–7, 3–6
გამარჯვება 2008 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   დინარა საფინა 6–4, 6–3

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Ivanovic seals French Open title“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
  2. „Off-Court Comfort Is Helping to Revive Ivanovic’s Game“. nytimes.com. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
  3. „Ana Ivanovic: Former French Open winner retires from tennis aged 29“. bbc.com. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.