ანა დე ველასკო ი გირონი

ანა დე ველასკო ი გირონი (ესპ. Ana de Velasco y Girón; დ. 12 მარტი, 1585 — გ. 7 ნოემბერი, 1607) — ესპანელი დიდგვაროვანი. ფრიასების დინასტიის წარმომადგენელი. ფრიასის ჰერცოგისა და ნეაპოლის გუბერნატორ ხუან ფერნანდეს დე ველასკოსა და მისი მეუღლის, მარია ტელეს-გირონის ქალიშვილი. ბრაგანსის დინასტიის დამააარსებლის, პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის დედა.

ანა დე ველასკო ი გირონი
წოდებები
ბრაგანსის ჰერცოგინია
დაიბადა 12 მარტი, 1585
ნეაპოლი, იტალია
გარდაიცვალა 7 ნოემბერი, 1607, (22 წლის)
ევორა, პორტუგალია
საგვარეულო ფრიასები
მეუღლე(ები) თეოდოშიუ II, ბრაგანსის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ჟუან IV, პორტუგალიის მეფე
მამა ხუან ფერნანდეს დე ვალასკო, ფრიასის ჰერცოგი
დედა მარია ტელეს-გირონი
რელიგია კათოლიციზმი

1603 წლის 17 ივნისს ცოლად გაჰყვა ბრაგანსის ჰერცოგ თეოდოშიუ II-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი. იგი 22 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას.

შვილები რედაქტირება

  1. ჟუან IV (1604-1656), ბრაგანსის ჰერცოგი და პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ლუიზა დე გუსმანი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ორი მეფე: აფონსუ VI და პედრუ II, ასევე ინგლისისა და შოტლანდიის დედოფალი კატარინა ბრაგანსა;
  2. დუარტე (1605-1649), ვილა-დე-კონდეს სენიორი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. კატარინა (1606-1610), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ალექსანდრე (1607-1637), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ferrer Valls, Teresa. Nobleza y espectáculo teatral (1535-1622). Valencia: Colección Oberta. pp. 225-234. ISBN 84-370-1150-7.