ანა ბრანდენბურგელი

ანა ბრანდენბურგელი (გერმ. Anna von Brandenburg, დან. Anna af Brandenburg; დ. 27 აგვისტო, 1487 — გ. 3 მაისი, 1514) — გერმანელი დიდგვაროვანი და ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. ბრანდენბურგის მარკგრაფ იოჰან ციცეროსა და მისი ცოლის, მარგარეტ თიურინგიელის შუათანა ასული.

ანა ბრანდენბურგელი
მშობლიური სახელი Anna von Brandenburg
წოდებები
დაიბადა 27 აგვისტო, 1487
ბერლინი, ბრანდენბურგი
გარდაიცვალა 3 მაისი, 1514, (26 წლის)
კილი, დანია
საგვარეულო ჰოენცოლერნები
მეუღლე(ები) ფრედერიკ I, დანიისა და ნორვეგიის მეფე
შვილ(ებ)ი კრისტიან III, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დოროთეა, პრუსიის ჰერცოგინია
მამა იოჰან ციცერო, ბრანდენბურგის მარკგრაფი
დედა მარგარეტ თიურინგიელი
რელიგია კათოლიციზმი

1500 წელს იგი დანიშნეს დანიის მეფე კრისტიან I-ის ნაბოლარა ვაჟზე, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ ფრედერიკზე. რადგანაც ისინი ახლო ნათესავები იყვნენ (ფრედერიკის დედა, დედოფალი დოროთეა ბრანდენბურგელი იყო ანას მამის ბიძაშვილი), მათი ქორწინება მხოლოდ პაპის თანხმობის შემდეგ მოხდა. ანასა და ფრედერიკის ქორწილი 1502 წლის 10 აპრილს შედგა. მათ სულ ორი შვილი შეეძინათ:

  1. კრისტიან III (1503-1559), დანიისა და ნორვეგიის მეფე 1533-59 წლებში. ცოლად შეირთო დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
  2. დოროთეა (1504-1547), ცოლად გაჰყვა პრუსიის ჰერცოგ ალბრეხტს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;

ანა გარდაიცვალა 1514 წელს, 26 წლის ასაკში. 1518 წელს ფრედერიკი მეორედ დაქორწინდა სოფია პომერანიელზე, რომელთანაც კიდევ ექვსი შვილი შეეძინა. 1523 წელს კი ფრედერიკი დანიისა და ნორვეგიის მეფე გახდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Krarup, F. "Anna af Brandenborg", Dansk Biografisk Lexikon (ed. Carl Frederik Bricka), p.284.