ანა ავსტრიელი (1573-1598)

ანა ავსტრიელი (გერმ. Anna von Österreich, პოლ. Anna Habsburżanka, შვედ. Anna av Österrike; დ. 16 აგვისტო, 1573, გრაცი — გ. 10 თებერვალი, 1598, ვარშავა) — ავსტრიის ერცჰერცოგინია ჰაბსბურგების გვარიდან. პოლონეთის მეფის და ლიტვის დიდი მთავრის, სიგიზმუნდ III-ის პირველი ცოლი.

ანა ავსტრიელი
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 31 მაისი, 1592, კრაკოვი
მმართ. დასაწყისი: 31 მაისი, 1592
წინამორბედი: მარია ესპანელი
მემკვიდრე: კონსტანცია ავსტრიელი
შვედეთის დედოფალი და ფინეთის დიდი ჰერცოგინია
კორონაცია: 19 თებერვალი, 1594
მმართ. დასაწყისი: 17 ნოემბერი, 1592
მმართ. დასასრული: 10 თებერვალი, 1598
წინამორბედი: გუნილა ბიელკე
მემკვიდრე: კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 აგვისტო, 1573
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 10 თებერვალი, 1598, (24 წლის)
გარდ. ადგილი: ვარშავა, პოლონეთი
მეუღლე: სიგიზმუნდ III ვაზა
შვილები: ვლადისლავ IV ვაზა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ II ავსტრიელი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ანა იყო ერჰერცოგ კარლ II-ის და მისი ცოლის, მარია ანას ქალიშვილი. 1592 წლის 31 მაისს ანა დაქორწინდა პოლონეთის და მოგვიანებით შვედეთის მეფე სიგიზმუნდ III ვაზე. სიგიზმუნდი იყო შვედეთის მეფე ჯოჰან III-ის და მისი პირველი ცოლის კატარინა იაგელონის ერთადერთი ვაჟი. ანა ავსტიელი იყო ღრმად მორწმუნე კათოლიკე.

ანა გარდაიცვალა ბოლო შვილზე მშობიარობის გართულების შედეგად. ის დაკრძალულია კრაკოვის წმინდა სტანისლავისა და ბაცლავის ტაძარში. მის სარკოფაგზე არსებული წარწერის თანახმად ის დაბადებულია 1567 წელს ანუ მისი მშობლების ქორწინდებიდან 4 წლის შემდეგ. მისი გარდაცვლების შემდეგ სიგიზმუნდ III დაქორწინდა ანას დაზე, კონსტანცია ავსტრიელზე.

შვილები რედაქტირება

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Wilhelm Binder: Allgemeine Realencyclopädie oder Conversationslexicon für das katholische Deutschland, Band 12, S. 965
  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Anna von Oesterreich (Königin von Polen). Nr. 27. В: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Band 6. Verlag L. C. Zamarski, Wien 1856—1891, S. 151

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება