ანატები (ლათ. annatae < annus„წელი“) — ერთდროული გადასახადი პაპის კურიის სასარგებლოდ.

იხდიდნენ ვაკანტური საეკლესიო ბენეფიციუმების დაკავებისას ეპისკოპოსები, აბატები და სხვა. ანატები შემოიღეს XIII-XIV საუკუნეებში და უდრიდა საეკლესიო ბენეფიციუმის წლიურ შემოსავალს. მოგვიანებით ანატების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში შემცირდა. ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანში (იტალია) ანატები დღესაც მოქმედებს.

ლიტერატურა რედაქტირება