ანასტასი (ალბანეთის მთავარეპისკოპოსი)

მთავარეპისკოპოსი ანასტასი (ბერძ. Αναστάσιος, ერისკაცობაში — ანასტასიოს იანულატოსი, ბერძ. Αναστάσιος Γιαννουλάτος, ალბ. Anastas Janullatos; დ. 4 ნოემბერი, 1929, პირეოსი, საბერძნეთი) — ალბანეთის მართლმადედებელი ეკლესიის ავტოკეფალური მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ტირანის და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთის 1992 წლიდან.

ანასტასი
უნეტარესი მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა

ალბანეთის მთავარეპისკოპოსი
ეკლესია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1929 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1929 წლის 4 ნოემბერს, საბერძნეთში. 1947-1951 წ.წ. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. 1964 წლის 24 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1972 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1991 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ გაგზავნილ იქნა ალბანეთში ეგზარქოსად ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღსადგენად. 1992 წლის 24 ივნისს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა მთავარეპისკოპოსად ტირანისა და სრულიად ალბანეთისა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება