ანასტასი სინელი (დ. 630 — გ. 701) — VII საუკუნის II ნახევრის ბიზანტიელი თეოლოგი, ორთოდოქსი. სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ — ანტიოქიის პატრიარქი. ანასტასი სინელის დოგმატურ-პოლემიკურ თხზულებებს კარგად იცნობდა ძველი ქართული სასულიერო მწერლობა. მისი უმთავრესი ნაშრომი „წინამძღუარი“ თარგმნა არსენ იყალთოელმა და შეიტანა „დოგმატიკონში“ (S-1463). თეოფილე ხუცესმონაზონმა თარგმნა ანასტასი სინელის „შემოსვლვისათჳს მარხვთასა და მეექუსისათჳს ს ფსალმუნისა“ (A-733, 129), ხოლო ეფრემ მცირემ — „შესუენებულთათჳს“ (A-129). ანასტასი სინელის „წინამძღურის“ გავლენა ატყვია ანტონ I-ის „მზამეტყველებას“

ანასტასი სინელი
ბერძ. Αναστάσιος Σιναΐτης
დაბადების თარიღი 630[1]
დაბადების ადგილი ალექსანდრია
გარდაცვალების თარიღი 701[2] ან 701[1]
გარდაცვალების ადგილი სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერი
საქმიანობა პრესვიტერი, მწერალი და თეოლოგი[1]
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
Magnum opus On heresies, Tales of the Sinai fathers და Edifying tales

ლიტერატურა რედაქტირება

  • Patrologiae Cursus Completus. Series Graeca, ed. J. P. Migne, t. 89, 1864

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 BeWeB
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #10093630X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.