ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ქართველი ნოველისტი

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დ. 3 თებერვალი, 1868 — გ. 1 მაისი, 1951) — ქართველი ნოველისტი.

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
რუს. Анастасия Георгиевна Эристави-Хоштария
დაბადების თარიღი 3 (15) თებერვალი, 1868
დაბადების ადგილი გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 1951(1951-05-01) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ნოველისტი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
მეუღლე დუტუ მეგრელი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა გორში, არისტოკრატთა ოჯახში. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით — ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ (1913-1914).

მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა „ბესო“. 1890 წელს აკაკი წერეთელის ხელშეწყობით თბილისში გადავიდა, რათა გაეგრძელებინა სამწერლო კარიერა. მის პირველ ნოველებს — „მოლიპულ გზაზე“ (1897) და „ბედის ტრიალი“ (1901), საკმაო წარმატება ხვდათ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი ქალი მწერალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა. ერისთავი-ხოშტარიას ნოველები და მოკლე ისტორიები მისდევს ერთ ხაზს: ისინი აღწერენ ქართველი აზნაური ქალების ცხოვრებას XIX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ხდებოდა ძველი ფასეულობების ცვლილება და ახალი ეკონომიკურ-მორალური წესრიგი ყალიბდებოდა. მისი იდეალები იყო თავისუფალი შრომა, გულწრფელი სიყვარული და გამოდიოდა „თიხის ფეხებიანი“ გმირების წინააღმდეგ.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ა. ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების „პოლიტიკურად კორექტულ“ შესავლებს წერდა.[1]

დაქორწინებული იყო დუტუ მეგრელზე (დიმიტრი ხოშტარია), რომელიც ასევე მწერალი და პოეტი იყო.

1983 წლის 21 იანვრიდან ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მირიანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 195.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 137, თბ., 1994
  • ჭილაია ს. „უახლესი ქართული მწერლობა“, თბილისი, 1972

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება