ანაგა

სოფელი საქართველოში

ანაგა[3]სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), ალაზნის ველზე. ზღვის დონიდან 400 მ, სიღნაღიდან 6 კმ, წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ. ანაგა მიიჩნევა ქიზიყის „ჭიშკრად“.

სოფელი
ანაგა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თემი ანაგა
კოორდინატები 41°39′20″ ჩ. გ. 45°54′33″ ა. გ. / 41.65556° ჩ. გ. 45.90917° ა. გ. / 41.65556; 45.90917
ფართობი 8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 400
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2002[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი 4201[2]
ანაგა — საქართველო
ანაგა
ანაგა — კახეთის მხარე
ანაგა
ანაგა — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ანაგა

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2002 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 3222 1502 1720
2014[1]   2002 930 1072

ისტორიული ძეგლები რედაქტირება

სოფელ ანაგის მიდამოებში არის შუა საუკუნეების ეკლესია წმ. ელიასი და თამარის ციხე, ასევე წმ. ნინოს ეკლესია, წმ. ბარბარეს ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, კვირაცხოველის ეკლესია, დედაღვთისმშობლის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია. სულ ანაგაში დაუზუსტებელი ინფორმაციით 17 ეკლესიაა.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება