ანაბა (არაბ. عنابة, ‘Annābah), 1830–1963 წლებში ბონი (ფრანგ. Bône) — უდიდესი ქალაქი და ნავსადგური ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირში. ანაბის პრივინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანაბის ყურეში, ჯებელ-ედუგის მთის ძირში.

ქალაქი
ანაბა
არაბ. عنابة
ფრანგ. Annaba
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
კოორდინატები 36°54′00″ ჩ. გ. 7°46′00″ ა. გ. / 36.90000° ჩ. გ. 7.76667° ა. გ. / 36.90000; 7.76667
ფართობი 49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3±1 მეტრი
მოსახლეობა 257 359[1] კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 23000
ანაბა — ალჟირი
ანაბა

2008 წლის მონაცემებით ქალაქში 257 359 ადამიანი ცხოვრობს.[1] ის არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი. სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი.

ანაბაში არის სუპერფოსფატის, გოგირდმჟავას, საღებავების წარმოება; ვაგონთმშენებელი სახელოსნოები, თამბაქოს ქარხანა, ზეთსახდელი, საპნის, საკონსერვო ქარხნები, წისქვილები, მეტალურგიული ქარხანა.

ქალაქის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ხიდი, ბუ მერუანის მეჩეთი. ანაბას მახლობლად ძველი ქალაქის — ჰიპონის ნანგრევებია.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება