ამჰერსტი (მასაჩუსეტსი)

ამჰერსტიქალაქი ჰემპშირის ოლქში, მასაჩუსეტსი, აშშ, მდინარე კონექტიკუტის ხეობა. 2012 წლის გამოკითხვის მიხედვით მისი მოსახლეობა 39.016 ადამიანს შეადგენს,[2] რითიც ის ჰემპშირის ოლქის ყველაზე დიდი დასახლებას წარმოადგენს. ქალაქში განთავსებულია ამჰერსტის კოლეჯი, ჰემპშირის კოლეჯი და მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტი (სამი უნივერსიტეტი ხუთი კოლეჯის კონსორციუმიდან). ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ რეგიონად ითვლება. სხვა მსგავსი სახელის ქალაქებისგან განსხვავებით, ინგლისურ გამოთქმაში არ წარმოითქმება (გამოითქმის, როგორც „ამ-ერსტი“),[3] საიდანაც მოდის გამოთქმა მხოლოდ -ა ჩუმად, რაც მისი მოსახლეობის პოლიტიკურ აქტივობაზე მიუთითებს.[4][5]

ქალაქი
ამჰერსტი
Amherst

ამჰერსტი
დროშა

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი (აშშ)|აშშ-ის ადმინისტრაციული დაყოფა|შტატი მასაჩუსეტსი
ოლქი ჰემპშირი
კოორდინატები 42°22′49″ ჩ. გ. 72°31′25″ დ. გ. / 42.38028° ჩ. გ. 72.52361° დ. გ. / 42.38028; -72.52361
დაარსდა 1703
ფართობი 71,7[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 90[1]
მოსახლეობა 39.016[2] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 543,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 413
საფოსტო ინდექსი 01002
ოფიციალური საიტი amherstma.gov
ამჰერსტი (მასაჩუსეტსი) — აშშ
ამჰერსტი (მასაჩუსეტსი)
ამჰერსტი (მასაჩუსეტსი) — მასაჩუსეტსი
ამჰერსტი (მასაჩუსეტსი)

ამჰერსტის ცენტრი, ჩრდილოეთი ამჰერსტი და სამხრეთი ამჰერსტი აშშ-ში სტატისტიკისთვის განსაზღვრული ადგილებია.

ამჰერსტი სპრინგფილდის მეტროპოლიის ნაწილია. ის სპრინგფილდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 28.9 კილომეტრში მდებარეობს და ცოდნის დერეფნის (ჰარტფორდ-სპრინგფილდი) მეტროპოლიის ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქად ითვლება.

ისტორია რედაქტირება

ადრეული დოკუმენტი, სადაც მოხსენიებულია დღევანდელი ამჰერსტის ტერიტორია, 1658 წლის დეკემბრით თარიღდება და წარმოადგენს ნასყიდობის აქტს, რომელიც დადებული იყო სპრინგფილდის მკვიდრ ჯონ პინხონსა და სამ აბორიგელ ინდიელს შორის, რომლებიც მოიხსენებიან როგორს: უმპანჩლა, ქუონქვონტი და ჩიკუალოპი.[6] შეთანხმების მიხედვით, „ინდიელებმა ნორვოტუკიდან, რომელიცაა მდინარე კონექტიკუტი, გაყიდეს მთელი ტერიტორია 200 ვამპუმად, 20 ფატამად და ერთ ქურთუკად“. ამჰერსტმა 250 წლის იუბილე 2009 წელს იზეიმა.

ამჰერსტის ტერიტორიაზე პირველი მუდმივი ინგლისური დასახლება 1727 წელს გაჩნდა. ეს ტერიტორია მაშინ ჰედლის შემადგენლობაში შედიოდა. დასახლებამ საპოლიციო უბნის სტატუსი 1734 წელს მიიღო, ხოლო ქალაქის — 1759 წელს.

დასახლებას სახელი კოლონიალური გუბერნატორის ჯეფრი ამჰერსტის პატივსაცემად ეწოდა, რაც იმ დროისთვის მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. ამჰერსტი ფრანგებისა და ინდიელების ომის გმირი იყო, რომელმაც პოპულარული ლეგენდის მიხედვით კანადაში ომი მარტომ მოიგო და ფრანგები ჩრდილოეთი ამერიკიდან განდევნა. ასევე ლეგენდის მიხედვით, რევოლუციურ ომში ის ამერიკის მხარეს იყო. სინამდვილეში ის დარჩა გვირგვინის სამსახურში, თუმცა ის მსახურობდა დიდ ბრიტანეთში და არა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მან 1779 წლის ფრანგულ-ესპანური არმადის წინააღმდეგ თავდაცვას გაუკეთა ორგანიზება. ამის მიუხედავად ის ფრანგებსა და ინდიელებს შორის ომში დამსახურებების გამო პოპულარული იყო ახალ ინგლისში. ამჰერსტი ასევე ცნობილია მისი რეკომენდაციით, გაევრცელებინათ აბორიგენ მოსახლეობაში ყვავილით დაავადებული საბნები, რასაც ის უწოდებდა სხვა მეთოდს „ამ საძაგელი რასის აღმოსაფხვრელად“.[7] ამის გამო არსებობს საზოგადეობრივი მოძრაობა, რომლის მიზანიცაა შეუცვალონ დასახლებას სახელი და მას ეწოდოს ემილი დიკინსონის სახელი.

1786 წელს რევოლუციური ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჯარისკაცები დაბრუნდნენ სახლებში, მათ აღმოაჩინეს დიდი დავალიანებების გამო დაყადაღებული სახლები, რადგან ომში ყოფნის გამო არ ჰქონდათ საქმიანობის საშუალება და შესაბამისად არც გადახდის სახსრები. ფერმერებს არ ჰქონდათ საშუალება, გადაეხადათ გადასახადები და ვალები, რის შედეგადაც მათ ქონებას სასამართლო ყიდდა. პელჰემის მაცხოვრებელმა დანიელ შეისმა, რომელისაც რევოლუციურ ომში კაპიტნის წოდება ჰქონდა მიღებული, მოაწყო აჯანყება, რომელსაც შემდგომში შეისის აჯანყება ეწოდა. აჯანყება დამარცხდა, თუმცა შედეგად მოვალეებს მდგომარეობა გარკვეულწილად შეუმსუბუქდათ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ჯეიმზ ერიქსონი. "ამჰერსტი, მასაჩუსეტსი, დემოგრაფია" (PDF). ამჰერსტის დაგეგმარების დეპარტამენტი. Retrieved on 18 ნოემბერი 2013.
  2. 2.0 2.1 2012 წლის მოსახლეობის აღწერა ინგლისურად. აშშ-ს აღწერის ბიურო, მოსახლეობის განყოფილება (მაისი 2013). ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2013.
  3. Amherst - Definition and More from the Free Merriam-Webster Dictionary ინგლისურად. მერიამ-ვებსტერი. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2013.
  4. ოდრი ჩაილდი. (29 აპრილი, 2012) ცხოვრება დასავლეთ მასაჩუსეტსში — პაიონერ ველის თანაცხოვრება ინგლისურად. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2013.
  5. რომანი, კრის (20 ოქტომბერი, 2011). „Stage Struck: ჩუმი მაგრამ მომაკვდინებელი“ (ინგლისურად). The Valley Advocate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-12. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. კარპენტერი, ედვარდ ვ. (1896). ქალაქი ამჰერსტის (მასაჩუსეტსი) ისტორია (ინგლისურად). Press of Carpenter & Morehouse, გვ. 1-2. 
  7. პიტერ დ'ერიკო. ამჰერსტი და ჩუტყვავილა ინგლისურად. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2013.