ამურის ვეფხვი (ლათ. Panthera tigris altaica), აგრეთვე ცნობილი, როგორც უსურიული ვეფხვი და ციმბირული ვეფხვივეფხვის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვესახეობა, რომელიც გვხვდება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთსა და შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში. წარსულში ბინადრობდა კორეის ნახევარკუნძულზე, თუმცა ამჟამად უმთავრესად გავრცელებულია სიხოტე-ალინის მთიან რეგიონსა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პრიმორიეს მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამურის ვეფხვი გენეტიკურად ახლოს დგას გადაშენებულ თურანის ვეფხვთან. ძირითადად იკვებება იზუბრით, მუშკით, გორალით, ლოსით, ციმბირული შველით, ხალებიანი ირემით, გარეული ღორით და ზოგჯერ პატარა ზომის ჰიმალაიური დათვითა და მურა დათვით; აგრეთვე თავს ესხმის კურდღელს, მებულულესა და ორაგულს. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში. ამურის ვეფხვის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც იყო შესაძლებელი.

ამურის ვეფხვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  პანტერები
სახეობა:  ვეფხვი
ქვესახეობა:  ამურის ვეფხვი
ლათინური სახელი
Panthera tigris altaica
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 15956
არეალი 1886 წლისთვის

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება