ფიზიკაში ამპლიტუდა არის მერხევი სიდიდის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან. მაგალითად, ბგერითი ტალღის ამპლიტუდა არის ტალღის გავრცელების დროს წნევის რხევის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.

წარმოდგენები რედაქტირება

 
სინუსოიდალური წირი
1 = (პიკური) ამპლიტუდა ( ),
2 = პიკებს (მაქსიმუმებს) შორის ამპლიტუდა ( ),
3 = საშუალო კვადრატული ამპლიტუდა ( ),
4 = პერიოდი

მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა რედაქტირება

მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა არის მერხევი სიდიდის მაქსიმალურ გადახრებს შორის სხვაობა. სინუსოიდური ტალღისათვის მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა (პიკური) ამპლიტუდის გაორმაგებული მნიშვნელობის ტოლია (იხილე სურათი).

პიკური ამლიტუდა რედაქტირება

პიკური ამპლიტუდა, ან უბრალოდ ამპლიტუდა არის რაიმე სიგნალის გავრცელებისას/რხევისას მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.


საშუალო კვადრატული ამპლიტუდა რედაქტირება

საშუალო კვადრატული ამპლიტუდა ხშირად გამოიყენება ელექტრობასა და მომიჯნავე დარგებში. ის განისაზღვრება როგორც წონასწორობის მდგომარეობიდან გადახრის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. სინუსოიდური ტალღისთვის საშუალო კვადრატული საშუალო ამპლიტუდა არის ამლიტუდა/21/2.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება