ამბარცუმ ივანეს ძე ბეკ-ნაზაროვი (ნამდვილი სახელი — ამბარცუმ ბეკნაზარიანი[1]; სომხ. Համո Բեկնազարյան; დ. 19 მაისი, 1891 ან 31 მაისი, 1892, ერევანი, რუსეთის იმპერია — გ. 27 აპრილი, 1965, მოსკოვი) — საბჭოთა სომეხი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი.

ამო ბეკ-ნაზაროვი
დაბადების სახელი ამბარცუმ ბეკნაზარიანი
დაბადების თარიღი 31 მაისი 1892
ერევანი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 1965 (72 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა რეჟისორი
მსახიობი
აქტიური 1914-1959

სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1935). მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). 1966 წლიდან კინოსტუდია „არმენფილმი“ მის სახელს ატარებს.

ბიოგრაფია რედაქტირება

1914 წლიდან — მსახიობი გ. ლიბკენის კინოსტუდიაში იაროსლავლში. 1915 წლიდან — სააქციო საზოგადოება „ხანჟონკოვი და კომპანია“ და „ბიოფილმი“ („ბიოქრომფილმი").

ვარჯიშობდა ფრანგულ ჭიდაობაში, თამაშობდა ფსევდონიმით „ამო ეკზოტიკა“, მონაწილეობდა საერთაშორისო სპორტულ ტურნირებში. პირველი მსოფლიო ომის დროს ცნობილი გახდა, როგორც რუსული მუნჯი ფილმების „ვარსკვლავი" (ითამაშა 70-ზე მეტ ფილმში). 1918 წელს დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი (ინსტიტუტში შესვლამდე პროფესიონალი სპორტსმენი იყო).

1920-1921 წლებში იყო მოსკოვის საქალაქო საბჭოს მუსიკალური განყოფილების, ხარკოვის სახალხო სახლის და ტფილისის დრამატული თეატრის მსახიობი.

1921 წელს ალექსანდრე წუწუნავასთან, გერმანე გოგიტიძესთან და ზაქარია ბერიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს „განსახკომის" კინოსექცია (შემდგომში — საქართველოს სახელმწიფო კინოინდუსტრია). იყო ამ სექციის, შემდეგ კი „სახკინმრეწვის" აღმასრულებელი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. თამაშობდა სხვადასხვა ფილმებში. შეასრულა დურმიშხანის როლი ფილმში „სურამის ციხე" (რეჟ. ი. პერესტიანი, 1922). დადგა თავისი პირველი ფილმი „მამის მკვლელი" (ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით, 1923). საქართველოში გადაიღო კიდევ ორი მხატვრული ფილმი: „დაკარგული საუნჯე" (1924) და „ნათელა" (1926). სომხეთის სახკომსაბჭოს მიწვევით 1925 წელს სათავეში ჩაუდგა სომხეთის ეროვნულ კინემატოგრაფიას. 1925-1960 წლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის კინოსტუდიებში გადაიღო რამდენიმე ფილმი. არის სომხური კინოს პირველი მხატვრული ფილმის — „ნამუსი" (1925) შემქმნელი.

დაქორწინებული იყო მსახიობ სოფია ვოლხოვსკაიაზე.

ცნობილი მისამართები რედაქტირება

 
მაშტოცის გამზირი, 54

ერევანი, მაშტოცის გამზირი 54 — სამახსოვრო დაფა.

ხსოვნა რედაქტირება

 
ბეკნაზარიანი, ტამანიანი, ფაფაზიანი, ტაიროვი, ენგიბარიანი, დანიელიანი, ამბარცუმიანი, შაჰინიანი, თორამანიანი
 
ბეკ-ნაზაროვის საფლავი მოსკოვის სომხურ სასაფლაოზე.
  • 2000 წელს გამოიცა ბეკ-ნაზაროვისადმი მიძღვნილი სომხეთის საფოსტო მარკა.
  • 2012 წელს ყოველწლიური სომხური კინოფესტივალი „კინოშემოდგომა-2012" მიეძღვნა რეჟისორის 120 წლის იუბილეს.[2] იგი დაიწყო პირველი სომხური ხმოვანი მხატვრული ფილმის „პეპოს" ჩვენებით, რომელიც გადაიღო ბეკ-ნაზაროვმა 1935 წელს, არმავირში. „კინოშემოდგომის“ ფარგლებში თეატრისა და კინოს ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „უცნობი ამო ბეკნაზარიანი“, რომლის დროსაც პრეზენტაციები წარადგინეს კინოკრიტიკოსებმა და უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა. ასევე ერევნის კინოთეატრ „ნაირიში“ გაიმართა რეჟისორის ცნობილი და უცნობი ფილმების ჩვენების სერია [3]

ფილმოგრაფია რედაქტირება

რეჟისორი რედაქტირება

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Вельтман С. А., Бек-Назаров, М.-Л., 1937.
  2. Фестиваль армянского кино «Киноосень» в 2013 году пройдет также и в Арцахе. Новости Армения (2012-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21.
  3. Фестиваль армянского кино «Киноосень 2012» откроется показом звукового худфильма. «Кофемолка» (2012-09-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05.
  4. Производство остановлено по решению Политбюро в марте 1951 г., в числе других 15 фильмов на международную тематику, в рамках процесса подготовки Международное экономическое совещание в Москве (апрель 1952 г.)|Международного экономического совещания в Москве в апреле 1952 г.
  5. Указ Президиума Верховного Совета СССР от 6 марта 1950 года «О награждении орденами и медалями работников кинематографии СССР». ციტირების თარიღი: 2022-03-25