ამონიოს ჰერმია (ძვ. ბერძნ. Ἀμμώνιος τοῦ Ἑρμίου, ლათ. Ammonius Hermiae; დ. 440 — გ. 520) — ძველი ქართული წყაროების მიხედვით ამონიოს ერმისი ან ერმიაV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი, არისტოტელეს ცნობილი კომენტატორი. ათენში ისმენდა პროკლეს ლექციებს.

XI საუკუნეში ქართულად უთარგმნიათ ამონიოს ჰერმიას ორი თხზულება: „მოსაჴსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფოსისათა“ და „მოსაჴსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა“; ეს თარგმანები შესულია კრებულში, რომლის მიზანი ყოფილა თავი მოეყარა არისტოტელეს „კატეგორიებთან“ დაკავშირებული თხზულებებისათვის. კრებულის ცხრა ხელნაწერიდან უძველესია XII საუკუნის ხელნაწერი (S—2562). ქართველი მთარგმნელების ვინაობა უცნობია.

ლიტერატურა რედაქტირება