ამიკოსი (ძვ. ბერძნ. Ἄμυκος) — პოსეიდონისა და თებელი ფერიის მელიასის (ზოგი ვარიანტით ბითვინისის) ვაჟი. ბებრიკების მეფე, გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით. როდესაც მის ქვეყანაში არგონავტები მოვიდნენ, მათში ყველაზე ძლიერს — პოლიდევკეს მუშტით ბრძოლა შესთავაზა. პოლიდევკემ მიიღო გამოწვევა, ჩხუბის დროს ამიკოსს კეფაში მაგრად დაკრა და მოკლა. ბებრიკები დაესივნენ პოლიდევკეს, მაგრამ მას არგონავტები მიეშველნენ, მრავალი ბებრიკი მოკლეს და დანარჩენი უკუაქციეს.

ამიკოსი


სქესი: მამრობითი
მამა: პოსეიდონი[1]
დედა: Bithynis
და-ძმა: Mygdon of Bebryces
შვილები: Butes
გამოსახულებები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება