ამერიკული შეხლა-შემოხლა

ამერიკული შეხლა-შემოხლა (ინგლ. American Hustle; ფილმი ცნობილია აგრეთვე როგორც ამერიკული აფერა ან აფერა ამერიკულად) — 2013 წლის კრიმინალური კომედიური დრამა, რომლის რეჟისორია დევიდ ოუენ რასელი. გადაღებულია ერიკ უორენ სინგერისა და საკუთრივ რასელის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით. მონაწილეობენ კრისტიან ბეილი, ბრედლი კუპერი, ემი ადამსი, ჯერემი რენერი, ჯენიფერ ლოურენსი, რობერტ დე ნირო და სხვები. ფილმის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 12 დეკემბერს. ფილმის გამოსვლამდე კრიტიკოსებმა იგი მონათლეს როგორც ოსკარის 86-ე დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. ფილმმა მიიღო ოსკარის 10 ნომინაცია, რომელთა შორის იყო: საუკეთესო სურათი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი, თუმცა ვერცერთ კატეგორიაში ვერ გაიმარჯვა. ფილმმა სამი ოქროს გლობუსი და ორი BAFTA-ს ჯილდო მოიპოვა. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის ვითარება ხდება 1978 წელს. მოგვითხრობს თაღლითზე და მის პარტნიორზე, რომლებიც იძულებულნი არიან ითანამშრომლონ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან, რათა დაეხმარონ სხვა თაღლითების, ყაჩაღების და პოლიტიკოსების დაჭერაში.

„ამერიკული შეხლა-შემოხლა“
რეჟისორი დევიდ ოუენ რასელი
პროდიუსერი ჩარლზ როვენი, რიჩარდ საკლი, მეგან ელისონი, ჯონათან გორდონი
სცენარის ავტორი ერიკ უორენ სინგერი
დევიდ ოუენ რასელი
როლებში კრისტიან ბეილი
ბრედლი კუპერი
ემი ადამსი
ჯერემი რენერი
ჯენიფერ ლოურენსი
კომპოზიტორი დენი ელფმანი
ოპერატორი ლინუს სანდგრენი
მონტაჟი ჯეი კესიდი, კრისპინ სტრუთერსი, ალან ბაუმგარტენი
მხატვარი ჯუდი ბეკერი, ჰიზერ ლეფერი
გამოსვლის თარიღი 12 დეკემბერი, 2013 (ავსტრალია)
13 დეკემბერი, 2013 (აშშ)
ხანგრძლივობა 138 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $40 მილიონი
შემოსავალი $251 171 807

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება