ამერიკული ოცნება (ინგლ. American Dream) — გამოთქმა, რომელიც ხშირად გამოიყენება აშშ-ში მცხოვრებთა ცხოვრებისეული იდეალების აღსანიშნავად როგორც მატერიალური, ისე სულიერი მნიშვნელობით. უილიამ სეფირის „პოლიტიკურ ლექსიკონში“ არის შემდეგი დეფინიცია:

ამერიკული ღირებულებებისა და იდეების სიმბოლო, თავისუფლების ქანდაკება
ვიკიციტატა
„ამერიკული ოცნება არის თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი, რომელთა ფორმირებაც „დამფუძნებელმა მამებმა“ მოახდინეას და ერის სულიერი ძალა. თუ ამერიკულ სისტემა არის ამერიკული პოლიტიკის საყრდენი, ამერიკული ოცნება მისი სულია“

პირველად სიტყვები „ამერიკული ოცნება“ გვხვდება ჯეიმზ ადამსის მიერ, დიდი დეპრესიის დროს დაწერილ ისტორიულ ტრაქტატში "The Epic of America".

ვიკიციტატა
„...ამერიკული ოცნება ქვეყანაზე, სადაც ყველა ადამიანის ცხოვრება იქნება უფრო უკეთესი, უფრო მდიდრული და უფრო აღსავსე, სადაც ყველას ექნება საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“

ამერიკული ოცნება აგრეთვე მჭიდროდაა დაკავშირებული "Self-made person"-ის (ქართ. ადამიანი, რომელმაც ყველაფერს საკუთარი შრომით/ძალისხმევით მიაღწია) ცნებასთან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • James Adams, „The Epic of America”, 1931

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება