ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაღლება (მრავალმნიშვნელოვანი).

ამაღლებასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამაღლება, სამება). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 200 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ, საჯავახოდან 27 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
ამაღლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ამაღლება
კოორდინატები 42°02′10″ ჩ. გ. 42°11′28″ ა. გ. / 42.03611° ჩ. გ. 42.19111° ა. გ. / 42.03611; 42.19111
ადრეული სახელები განახლება
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 598[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

1880 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, ხოლო 1914 წელს — სოფლის ბიბლიოთეკა. ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში 1883 წელს ცხოვრობდა 2212 ადამიანი, იდგა 5 ეკლესია და მოქმედებდა ერთი გურიის უდაბნოს მონასტერი. 1902 წელს საზოგადოებაში ცხოვრობდა 4215 ადამიანი. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[3] 1914 წელს ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 4501 ადამიანი.[4] საბჭოთა პერიოდში ეწოდა განახლება. 2010 წლის 16 ნოემბერს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება.[5] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. მოქმედებდა მუზეუმი.

ეკლესიები რედაქტირება

სოფელში იდგა ეკლესია, რომლის ადგილას ამჟამად არის საფლავები. შემორჩენილია ძველი ეკლესიის ფრაგმენტები და საფლავის ქვები. ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია ორნამენტი და ჯვარი. ასევეა ქვის ფრაგმენტი, რომელზეც დასხმულია ცემენტი და ნახევრად ფარავს ქვაზე გამოსახულ ორნამენტს.[6]

სოფლის ცენტრში ასევე იდგა ძველი ეკლესია. შემორჩენილია ძველი ეკლესიის ქვები. ამ ქვების ნაწილით აუშენებიათ სკოლა, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. იქვე არის შენობა, რომელიც ასევე აუშენებიათ ამ ეკლესიის ქვებით. ამჟამად დარჩენილია ძველი ქვით ნაშენი შენობის ერთი გვერდი და უკანა მხარე, სადაც ორ ადგილას იკითხება ქვის ჩუქურთმებიანი ფრაგმენტები. ასევე ამ ძველი ეკლესიის ქვები გამოუყენებიათ საავადმყოფოს მშენებლობაზე.[7]

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 598 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[8] 374
2002[9]   684 323 361
2014[1]   598 284 314

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. Кавказский календарь на 1914 год
  4. Кавказский календарь на 1915 год
  5. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925, 2010 წლის 16 ნოემბერი
  6. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-30. ციტირების თარიღი: 2019-09-30.
  7. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-30. ციტირების თარიღი: 2019-09-30.
  8. Кавказский календарь на 1910 год
  9. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II