ამაგერი (დან. Amager) — დანიის კუნძული ერესუნის სრუტეში. დედაქალაქი კოპენჰაგენი ნაწილობრივ სწორედ ამაგერზეა გაშენებული. კუნძულ ზელანდიასთან დაკავშირებულია ხუთი ხიდით. ფართობი 96,29 კმ²-ს შეადგენს.

ამაგერი
მშობ. სახელი: Amager

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ერესუნის სრუტე
კოორდინატები 55°37′ ჩ. გ. 12°37′ ა. გ. / 55.617° ჩ. გ. 12.617° ა. გ. / 55.617; 12.617
ფართობი 96,29 კმ²
სიგრძე 16,1 კმ
სიგანე 11,1 კმ
დანიის დროშა დანია
უდიდესი ქალაქი კოპენჰაგენი, ტერნბი, დრაგერი
დემოგრაფია
მოსახლეობა 171 210 (2010)
სიმჭიდროვე 1 796,6 /კმ²
ქალაქი დრაგერი

ამაგერს დასახლების დიდი ისტორია გააჩნია, რაც მისი ნაყოფიერი ნიადაგისა და კოპენჰაგენის სიახლოვის დამსახურებაა. 1521 წელს, მეფე კრისიტიან II-მ კუნძულზე საცხოვრებლად და მებოსტნეობის გასავითარებლად ჰოლანდიელი მოსახლეები მიიწვია. კოპენჰაგენმა ამაგერზე გაფართოება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, 1902 წელს კი უკვე განაშენიანებული არეალი დედაქალაქს მიუერთდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: