ალ-მუთამიდი (არაბ. ‎‎‎المعتمد; დ. 844 — გ. 15 ოქტომბერი, 892) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 870-892 წლებში. ალ-მუთავაქილის გადარჩენილ შვილებს შორის უფროსი. ხალიფას ტიტულს ატარებდა 23 წლის განმავლობაში, თუმცა მმართველობის უმეტესი დროის განმავლობაში არსებითად სიმბოლურ ფიგურას წარმოადგენდა. მისი წინამორბედის, ხალიფა ალ-მუჰთადის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა და მხოლოდ ამ უკანასკნელის მკვლელობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ალ-მუთამიდი
‎‎‎المعتمد
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 870
მმართ. დასასრული: 892
წინამორბედი: ალ-მუჰთადი
მემკვიდრე: ალ-მუთადიდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 844
გარდ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 892
დინასტია: აბასიანები
მამა: ალ-მუთავაქილი
რელიგია: ისლამი

ალ-მუთამიდი გარდაიცვალა 892 წლის 15 ოქტომბერს ღამის ფესტივალზე ალკოჰოლის გადაჭარბებული სმის შედეგად 48 წლის ასაკში.

ალ-მუთამიდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს 892 წელს სასამართლოს ბაღდადში დაბრუნება, რომელმაც თურქი ჯარისკაცების ძალაუფლება მოთოკა. აღსანიშნავია, რომ ალ-მუთამიდისა და მისი მომდევნო ორი ხალიფას მმართველობისას ხალიფას მოკვლის მცდელობა არ ყოფილა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.
  • Фильштинский И. М. История арабов и Халифата (750—1517 гг.). — АСТ, 2006. — С. 125-126. — ISBN 5-17-039552-3.
წინამორბედი:
ალ-მუჰთადი
ხალიფა
870-892
შემდეგი:
ალ-მუთადიდი