აბუ ლ-აბას აჰმად იბნ ტალჰა ალ-მუვაფაქი უკეთ ცნობილი, როგორც ალ-მუთადიდ ბილაჰი; არაბ. المعتضد بالله‎) (დ. 854/861 — გ. 5 აპრილი, 902, ბაღდადი) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 892 წლიდან 902 წელს გარდაცვალებამდე. მისი წინამორბედის, ხალიფა ალ-მუთამიდის ძმის, ალ-მუვაფაქის შვილი.

ალ-მუთადიდ ბილაჰი
المعتضد بالله‎‎‎

ალ-მუთადიდის ოქროს დინარი
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: ოქტომბერი, 892
მმართ. დასასრული: 5 აპრილი, 902
წინამორბედი: ალ-მუთამიდი
მემკვიდრე: ალ-მუქთაფი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 854/861
გარდ. თარიღი: 5 აპრილი, 902
გარდ. ადგილი: ბაღდადი
დინასტია: აბასიანები
მამა: ალ-მუვაფაქი
დედა: დირარი
რელიგია: ისლამი

მამამისი იყო რეგენტი მისი ძმის, ალ-მუთამიდის მმართველობის პერიოდში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახალიფოს მმართველობაში. მამა-შვილმა მრავალ მნიშვნელოვან სამხედრო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. ალ-მუვაფაქის სიკვდილის შემდეგ ალ-მუთადიდმა აიძულა ალ-მუთამიდი ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა და მისი სიკვდილის შემდეგ დაიკავა კიდევაც ტახტი. ალ-მუთადიდის სამფლობელო ერაყით, ჩრდილოეთ სირიითა და დასავლეთი ირანით შემოიფარგლებოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

წინამორბედი:
ალ-მუთამიდი
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
892-902
შემდეგი:
ალ-მუქთაფი