ალ-კადირი (არაბ. القادر‎; დ. 947 — გ. 29 ნოემბერი, 1031) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 991–1031 წლებში. ალ-მუკთადირის შვილიშვილი. ხალიფად აირჩიეს მისი ბიძაშვილის, ატ-ტაის დამხობის შემდეგ.

ალ-კადირი
‎‎‎القادر‎
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 991
მმართ. დასასრული: 1031
წინამორბედი: ატ-ტაი
მემკვიდრე: ალ-კაიმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 947
დაბ. ადგილი: ბაღდადი
გარდ. თარიღი: 29 ნოემბერი, 1031
დინასტია: აბასიანები

ალ-კადირს ახასიათებენ, როგორც კეთილ, რელიგიურ და სათნო ადამიანს.[1] მან თავისი მმართველობის 40 წლის განმავლობაში შეძლო გარკვეულწილად დაებრუნებინა აბასიანთა სახალიფოსათვის წარსული ბრწყინვალება.[2] მისი მმართველობის პერიოდში აბასიანთა სახალიფოს ღაზნევიდების სახელმწიფოსთან რამდენიმე კონფლიქტი ჰქონდა. აღსანიშნავია, ასევე, ხალიფას მიერ შიიზმის წინააღმდეგ სუნიზმის განსამტკიცებლად გატარებული ღონისძიებები, მათ შორის 1011 წლის „ბაღდადის მანიფესტი“.

ალ-კადირი გარდაიცვალა 1031 წელს ბაღდადში 87 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Али-заде А. (2007). Аль-Кадир Биллах Ахмад ибн Исхак Шбн аль-Муктадир (381/992-422/1031). М. ISBN 5-94824-111-4. 
  • Рыжов К.В. (2004). Аббасиды. М. 

სქოლიო რედაქტირება

წინამორბედი:
ატ-ტაი
ხალიფა
991-1031
შემდეგი:
ალ-კაიმი