ალფონსო V (ესპ. Alfonso V) — ლეონის მეფე 999—1027 წლებში. ბერმუდო II-ის ვაჟი.

ალფონსო V (ლეონი)

ალფონსოს გამოჰყვა მამის ჭკუა და გააჩნდა ფიზიკური ძალა, რომელიც საჭირო იყო ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად. მისი მმართველობის დროს შეწყდა მუსულმანთა თავდასხმები ლეონზე და მას მიეცა საშუალება შინაური საქმეებისთვის მიეხედა. მან აღადგინა დანგრეული ეკლესიები, გაამაგრა ქალაქები, კრებდა სასულიერო პირებს და მათთან შეთანხმებით იღებდა ახალ კანონებს. 1020 წელს მან ლეონში მოიწვია დიდი საბჭო, რომელზეც განისაზღვრა ქალაქების უფლებები. მეფობის ბოლო წლებში ალფონსომ მუსლიმებთან ომი დაიწყო და ვისეუს ალყა შემოარტყა.

ერთ ცხელ დღეს იგი აბჯრის გარეშე მიდიოდა მეომართა რიგებში, როდესაც ისრით იქნა მოკლული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X