ალფონსო დეივისი

კანადელი ფეხბურთელი

ალფონსო ბოილ დეივისი (ინგლ. Alphonso Boyle Davies; დ. 2 ნოემბერი, 2000) — კანადელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს გარემარბის პოზიციაზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და კანადის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. იგი არის პირველი MLS-ის ფეხბურთელი რომელმაც იქ ითამაშა როგორც დაბადებულმა 2000-იანებში. 2019 წლის იანვარში „ვანკუვერ უაიტკეპიდან“ გადავიდა მიუნხენის „ბაიერნში“ და გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალფონსო დევისი
დევისი „ბაიერნის“ რიგებში 2019 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალფონსო ბოილ დებისი
დაბადების
თარიღი
2 ნოემბერი, 2000 (2000-11-02) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
ბუდუბურამი, განა
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბაიერნი
ნომერი 19
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2016 ვაითკეპს 2 11 (2)
2016-2018 ვაითკეპსი 65 (8)
2019- ბაიერნი 74 (5)
ეროვნული ნაკრები
2017- კანადა 30 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 დეკემბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 16 ნოემბერი, 2021

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

დეივისი დაიბადა ბუდუბურამში, განაში, გომოას აღმოსავლეთ რაიონში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ლიბერიაში, თუმცა როდესაც დეივისი ხუთი წლის იყო, ლიბერიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მისი ოჯახიც გადმოსახლდა კანადაში და დასახლდა უინძორში, ონტარიოში, ერთი წლის შემდეგ კი ედმონტონში. 2017 წლის 6 ივნისს ოფიციალურად მიიღო კანადის მოქალაქეობა.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ახალგაზრდული კარიერა რედაქტირება

„ედმონტონ ინთერნეიშენალასა“ და „ედმონტონ სტრაიკერსში“ თამაშის შემდეგ, 2015 წელს იგი გადავიდა „უაიტკეპს რეზიდენსი“-ში.[1]

ვაითკეპს-ის მეორე გუნდი რედაქტირება

გუნდში გადასვლის შემდეგ, 2016 წელს მიიღო მონაწილეობა MLS-ის პრე-სეზონის ტურში. იგი მეორე გუნდში გადავიდა 2016 წლის 23 თებერვალს, მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა, როდესაც ის იყო 15 წლისა და 5 თვის, 2016 წლის აპრილში. 2016 წლის 15 მაისს მან გაიტანა პირველი გოლი თავის კარიერაში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი USL-ის ისტორიაში. 2016 წლის სეზონში ითამაშა 11 შეხვედრა.[2]

ვანკუვერ ვაითკეპის პირველი გუნდი რედაქტირება

იგი დასახელდა გუნდის განაცხადში 2016 წლის კანადის ჩემპიონატის დროს და გაუფორმდა კონტრაქტი, ეს მოხდა 2016 წლის 1 ივნისს. მისი დებიუტი შედგა „ოტავა ფარის“ წინააღმდეგ. მან მოედანზე 45 წუთი გაატარა (ჩაერთო მეორე ტაიმში).[3]

2016 წლის 15 ივლისს გაახანგრძლივა კონტრაქტი 2018 წლამდე. ამ დროისთვის ის იყო ყველაზე ახალგაზრდა MLS-ის ფეხბურთელი და მესამე (ყველაზე ახალგაზრდა) მათ შორის, ვინც კონტრაქტი გააფორმა ამ ლიგის კლუბთან. იგი არის მეორე ადგილზე (ახალგაზრდა) ამ ლიგის დებიუტანტებს შორის. დეივისის დებიუტი შედგა 2016 წლის 16 ივლისს, 2016-17 წლებში გაიტანა თავისი პირველი გოლი კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე, „სპორტინგ კანზას სიტის“ წინააღმდეგ.[4]

მისით მალევე დაინტერესდნენ ევროპული გრანდები: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ლივერპული“. 2017 წელს იგი დასახელდა მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის. იგი დასახელდა გუნდის წლის ფეხბურთელად.[5]

მიუნხენის ბაიერნი რედაქტირება

2018 წლის 25 ივლისს გადაწყდა მისი გადასვლა ბაიერნში, გუნდმა იგი შეიძინა 13 მილიონ ევროდ.[6]

ეროვნული გუნდი რედაქტირება

მისი დებიუტი ნაკრებში შედგა კურასაოს წინააღმდეგ, იასპარეზა 2017 წლის ოქროს თასზე, ტურნირზე კი ორი გოლი გაიტანა.

ტიტულები რედაქტირება

  ბაიერნი:(10)

სქოლიო რედაქტირება

  1. Whitecaps FC Profile: Alphonso Davies. ციტირების თარიღი: February 24, 2016
  2. Alphonso Davies profile.
  3. Vancouver Whitecaps on Twitter. ციტირების თარიღი: July 17, 2016
  4. Alphonso Davies » CONCACAF Champions League 2016/2017. World Football. ციტირების თარიღი: July 27, 2018
  5. Little, Simon. (October 28, 2018) Emotional sendoff as Alphonso Davies plays final game as Vancouver Whitecap.
  6. Uersfeld, Stephan. Canada's Alphonso Davies 'very excited' as Bayern Munich career begins. ESPN (November 22, 2018). ციტირების თარიღი: November 22, 2018.