ალუბლის ბუზი (ლათ. Rhagoletis cerasi) — მწერი ჭრელურების ოჯახისა. მბზინავი ყავისფერი ბუზი (თითქმის შავი), სიგრძით 3-6 მმ. გამჭვირვალე ფრთებზე გარდიგარდმო 4 მუქი ზოლი აქვს. მატლი უფეხოა, მოყვითალო-თეთრი, სიგრძე — 6 მმ-მდე. ალუბლის ბუზი ნაყოფის რბილობში დებს თითო კვერცხს (სულ 150-მდე). ჭუპრი ნიადაგში იზამთრებს. წელიწადში იძლევა ერთ (ზოგჯერ ორ) თაობას. მატლი იკვებება ალუბლის, ბლის, გარგარისა და სხვა ნაყოფით. ალუბლის ბუზი გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში ალუბლისა და ბლის კულტურების საშიში მავნებელია, განსაკუთრებით აზიანებს საგვიანო ჯიშებს (30-100%-ით).

ალუბლის ბუზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
(Rhagoletis cerasi

ბრძოლის ღონისძიებანი რედაქტირება

მწკრივთშორისებში ნიადაგის საშემოდგომო ხვნა და ხის შემობარვა. მოსავლის აღება შემჭიდროებულ ვადებში და ნაყოფის საგულდაგულო კრეფა. ხის დროული დამუშავება ინსექტიციდებით (ვიდრე ბუზი კვერცხს დადებდეს).

ლიტერატურა რედაქტირება