ალტას კლდის მხატვრობა

ალტას კლდის მხატვრობა დაბა ალტასთან მდებარე კლდეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გახდა ცნობილი. ალტა ფინმარკის მხარეში, ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს. 1972 წელს პირველი ნახატის, უფრო სწორად კი, პირველი პეტროგლიფის აღმოჩენის შემდეგ, 5000-ზე მეტი ნიმუშია ნაპოვნი. ალტადან 4 კილომეტრში, Jiepmaluokta-სთან 3000 პერსონალუირი ამონაკვეთია დათვლილი, ამიტომ, ეს ადგილი ღია მუზეუმად არის გამოცხადებული. ალტას მხატვრობის ნიმუშები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1985 წელს შეიტანა.

ალტას კლდის მხატვრობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 69°56′49″ ჩ. გ. 23°11′16″ ა. გ. / 69.94694° ჩ. გ. 23.18778° ა. გ. / 69.94694; 23.18778
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 352
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 352
ინგლ.რუს.ფრ.

ამ მიდამოებში პირველი ნახატების გაჩენა ძვ. წელთ აღ-ით 4200 წლით თარიღდება. უახლესი პეტროგლიფები კი ქრისტეშობამდე 500 წელს არის შექმნილი, თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ნიმეშების შექმნა ჩვენი წელთა აღ-ით კიდევ ხუთი საუკუნე გაგრძელდა. სურათ-ხატების დიდი ნაწილი მათ შემქმნელთა ნადირობა-შემგროვებლობის სცენებს ასახავს, სადაც ნათლად იიკვეთება ქურუმების არსებობა და რელიგიური რიტუალების გამართვის იმდროინდელი ფორმები. დახატულ ცხოველთა შორის, დათვი ლიდერობს.

ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ალტას კლდის მხატვრობა საამებს, ანუ თანამედროვე ლაპლანდიელებს ეკუთვნის.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება