ალოადები (ბერძ. Άλωάδαι) — ოტოსისა და ეფიალტეს საერთო სახელი. ალოევსის ვაჟები — პოსეიდონის შვილიშვილები (ზოგი ვარიანტით პოსეიდონის ვაჟები). ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ დიდი ძალ-ღონით. ერთ-ერთი მითის მიხედვით ყმაწვილებმა გადაწყვიტეს მიეღწიათ ცისთვის, რათა ჰერასა და აფროდიტეს სიყვარული მოეპოვებინათ. ამისთვის მოისურვეს ოლიმპოზე დაედგათ ოსა, ოსაზე კი — პელიონი. ამაზე გაჯავრებულმა აპოლონმა ისინი დახოცა და თითქოს ამის შემდეგ შეძლეს ცაში ასვლა. სხვა ვარიანტის მიხედვით, ალოადებმა დახოცეს ერთიმეორე, როდესაც მათ ახლოს შვლის სახით გარბენილი არტემიდეს დაჭერას ცდილობდნენ. ერთი მითის მიხედვით, ალოადებმა 13 თვით დააპატიმრეს არესი. იმ პერიოდში ქყვეყნად სიმშვიდე და ბედნიერება სუფევდა (არესი გაათავისუფლლა ჰერმესმა). თავხედობისათვის ალოადგებმა სიკვდილის შემდეგ ასეთი სასჯელი მიიღეს: ჰედესში მიაკრეს ბოძზე და ყურებში გამუდმებით ჩაჰკიოდნენ ბუები. კუნძულ ნაქსოსზე არსებობდა ალოადთა კულტი. ალოადების მითში აისახა ოლიმპიელთა რელიგიის ბრძოლა ძველი კულტების წინააღმდეგ.

ტიტანები და გიგანტები, მათ შორის ეფიალტე (მარცხნივ), „ღვთაებრივი კომედია“, გუსტავ დორეს ილუსტრაცია.

ლიტერატურა რედაქტირება