ალმეტიევსკი

ქალაქი რუსეთში, თათრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში

ალმეტიევსკი[3] (რუს. Альметьевск, თათრ. Әлмәт) — ქალაქი რუსეთში, თათრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალმეტიევსკის რაიონის ცენტრი. 157 310 მცხოვრები (2019).[2] მდებარეობს კამისპირეთში, მდინარე სტეპნოი-ზაიზე, რკინიგზის სადგურ ალმატიევსკაიადან 13 კმ-ში; საავტომობილო კვანძი. წარმოიშვა დაახლ. 1720 წელს, როგორც სოფელი ალმატიევო. 1953 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

ქალაქი
ალმეტიევსკი
თათრ. Әлмәт
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი თათრეთი
მუნიციპალური რაიონი ალმეტიევსკი
კოორდინატები 54°54′00″ ჩ. გ. 52°18′00″ ა. გ. / 54.90000° ჩ. გ. 52.30000° ა. გ. / 54.90000; 52.30000
დაარსდა XVIII საუკუნე
პირველი ხსენება 1720
ამჟამინდელი სტატუსი 3 ნოემბერი, 1953[1]
ფართობი 118 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110
ოფიციალური ენა თათრული და რუსული
მოსახლეობა 157 310[2] კაცი (2019)
სიმჭიდროვე 1368,15 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა თათრები (55,2%), რუსები (37,1%), ჩუვაშები (3,1%,), მორდვები (1,9%) და სხვ. — 2010
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8553[1]
საფოსტო ინდექსი 423450 — 423465
ოფიციალური საიტი http://almetyevsk.tatar.ru/
ალმეტიევსკი — რუსეთი
ალმეტიევსკი

არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია მეჩეთი (1877), სავაჭრო დუქნები (XIX საუკუნის დასასრული — XX საუკუნის დასაწყისი). ქალაქში არის ი მ. გუბკინის სახელობის ნავთობსა და აირის აკადემია (1992 წლიდან), უნივერსიტეტი (1996), მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1993), სურათების გალერე (1985; თათრეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფილიალი), თათრეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი (1944).

ალმეტიევსკი თათრეთის ნავთობის მოპოვების მსხვილი ცენტრია („ტატნეფტ“). განვითარებულია ბუნებრივი აირის მოპოვება და გადამუშავება, მანქანებისა და ნავთობის მოპოვების ხელსაწყოების წარმოება (ელექტროტუმბოების, მილების ქარხნები, ქარხანა „ნეფტემაშ“). არის სამშენებლო მასალების (ასფალტბეტონის, მსხვილპანელური სახლთმშენებლობისა და სხვ.), მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. ქალაქი ნავთობსადენ „დრუჟბას“, აგრეთვე ნიჟნი-ნოვგოროდის, პერმისა და სამარის მიმართულების სხვა ნავთობსადენების საწყისი პუნქტია.

ალმეტიევსკის მიდამოებში მდებარეობს ისტორიულ-რელიგიური მოღვაწის, რ. ფ. ფახრეტდინოვისა (1995) და მწერალ ფ. ქარიმის (1998) მუზეუმები.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 История города — Официальный сайт г. Альметьевск, погода, карты города, расписания დაარქივებული 2010-04-01 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Численность населения муниципальных образований Республики Татарстан на начало 2019 года დაარქივებული 2019-07-11 საიტზე Wayback Machine. . Дата обращения 8 апреля 2019.
  3. ელერდაშვილი ა., ალმეტიევსკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.