ალკობასის მონასტერი

სანტა-მარია დე ალკობასის მონასტერი (პორტ. Mosteiro de Santa Maria de Alcobaça) - ცისტერციანელების მონასტერი პორტუგალიის ქალაქ ალკობასაში. დაარსდა 1153 წელს პორტუგალიის პირველი მეფის აფონსო I მიერ და მთელი ორი საუკუნის მანძილზე გამოიყენებოდა მეფეთა დასაკრძალად. ეკლესია პირველი გოთიკური ნაგებობაა პორტუგალიაში. მონასტერი გაფართოვდა მანუელ I დროს, ხოლო ბაროკოს სტილში განახლდა XVIII საუკუნეში. ნაპოლეონის ომების დროს მონასტრის საუნჯე გაძარცვეს ფრანგებმა. 1989 წლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ალკობასის მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 39°32′54″ ჩ. გ. 8°58′48″ დ. გ. / 39.54833° ჩ. გ. 8.98000° დ. გ. / 39.54833; -8.98000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1989  (მე-13 სესია)
ნომერი 505
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 505
ინგლ.რუს.ფრ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება