ალკინი — უჯერი ნახშირწყალბადია, რომელშიც ორ ნახშირბადს შორის სამმაგი ბმაა. ალკინების ზოგადი ფორმულაა CnH2n–2. უმარტივესი ალკინია აცეტილენი (სხვათა შორის ამ სახელითაც მოიხსენებენ მთლიანად ალკინების ჯგუფს), რომელსაც საერთაშორისო ნომენკლატურით ეთინი ჰქვია. ალკინებში გვხვდება ნახშირბადის ჯაჭვის და სამმაგი ბმის მდებარეობის იზომერია[1].

სამგანზომილებიანი მოდელი აცეტილენის

ფიზიკური თვისებები რედაქტირება

ჰომოლოგიური რიგის პირველი სამი წევრი აირია, C16H30–მდე სითხეები, უმაღლესი წევრები – მყარი ნივთიერებები[1]. ალკინები უფეროა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია გვ. 149; თბილისი, 2006