ალექსი არხიპის ძე ლეონოვი (რუს. Алексей Архипович Леонов; დ. 30 მაისი, 1934, ლისტვიანკა, ტისულის რაიონი, დღევანდელი კემეროვოს ოლქი — გ. 11 ოქტომბერი, 2019, მოსკოვი)[1]საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (1965 და 1975).

ალექსი ლეონოვი
Алексей Архипович Леонов

აპრილი, 1974
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1934(1934-05-30)
დაბ. ადგილი ლისტვიანკა, ტისულის რაიონი, აღმოსავლეთ ციმბირის მხარე, რსფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი, 2019(2019-10-11) (85 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
სპეციალობა მფრინავი, ინჟინერი, კოსმონავტი
სამხედრო წოდება სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალები გენერალ-მაიორი (1975)
ექსპედიცია „ვოსხოდ-2“
„სოიუზ-19“ (სოიუზაპოლონი)
კოსმოსში გატარებული დრო 1: 1 დღ. 2 სთ 2 წთ
2: 5 დღ. 22 სთ 30 წთ
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი საბჭოთა კავშირის გმირი
I ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ III ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ IV ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“
მეგობრობის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი
III ხარისხის ორდენი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის“ საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“
მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“ მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანი“ სსრკ მედალი „საბრძოლო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 40 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წელი“ მედალი „საბჭოთა მილიციის 50 წელი“
I ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ II ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“
სსრკ-ის სახელმწიფო პრემია ლენინური კომკავშირის პრემია სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი 1-ლი კლასის სამხედრო მფრინავი

ჩუგუევის სამხედრო საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1957) მფრინავად მსახურობდა სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებში. 1968 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია. კოსმოსში პირველი გაფრენა 1965 წლის 18 მარტს მეორე პილოტის რანგში განახორციელა პავლე ბელიაევთან ერთად კოსმუსური ხომალდით „ვოსხოდ-2“. მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში ხომალდიდან გავიდა, 5 მეტრით დაშორდა ხომალდს და იქ 12 წუთი დაჰყო. ფრენის მთლიანი დრო — 1 დღე 2 სთ 2 წთ. მეორე ფრენა, რომელიც 5 დღე 22 სთ 30 წთ გაგრძელდა, 1975 წლის 15–21 ივლისს შედგა ხომალდით „სოიუზ-19“; ამ დროს ალექსი ლეონოვი კოსმოსში ხომალდის მეთაურის რანგში იმყოფებოდა ვალერი კუბასოვთან ერთად. 17 და 19 ივლისს ხომალდი შეუპირაპირდა ამერიკულ კოსმოსურ ხომალდ „აპოლონს“, რომელში იმყოფებოდნენ კოსმონავტები — ტომას სტეფორდი, ვენს ბრენდი და დონალდ სლეიტონი. მოხდა ეკიპაჟთა გაცვლა, ჩაატარეს ერთობლივი სამეცნიერო ექსპერიმენტები. 1982–1991 წლებში იყო იური გაგარინის სახელობის რუსეთის კოსმონავტთა მოსამზადებელი სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსის პირველი მოადგილე.

მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1981); დაჯილდოებულია ლენინის ორდენებით (1965, 1975), წითელი ვარსკვლავის ორდენით (1961), კონსტანტინე ციოლკოვსკის სახელობის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით და სხვა ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Умер космонавт Алексей Леонов. РИА Новости (2019-10-11). ციტირების თარიღი: 2019-10-11.