ალექსის დე ტოკვილი

ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი

ალექსის შარლ ანრი კლერელ, ვისკუნტ დე ტოკვილი (ფრანგ. Alexis-Henri-Charles Clérel, comte de Tocqueville; დ. 29 აგვისტო, 1805, პარიზი, საფრანგეთის პირველი იმპერია — გ. 16 აპრილი, 1859, კანი, საფრანგეთის მეორე იმპერია)[1] — ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. ტოკვილი მიჩნეულია შედარებითი პოლიტიკის ფუძემდებლად და დემოკრატიის ერთ-ერთ ცენტრალურ თეორეტიკოსად, რომლის დემოკრატიის ინტერპრეტაცია თანამედროვე აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს[2]. ტოკვილის ნაშრომები გამოირჩევა მოვლენების პროგნოზირების განსაკუთრებული სიზუსტით.

ალექსის დე ტოკვილი
ალექსის დე ტოკვილი
ალექსის დე ტოკვილი, თეოდორ შასერიოს ნახატი, 1850 წელს.
საფრანგეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივნისი, 1849 – 30 ოქტომბერი, 1849
პრემიერ-მინისტრი  ოდილონ ბარო
წინამორბედიედუარდ დროუნ დე ლუისი
მემკვიდრეალფონსო დე რაინევალი

ეროვნული ასამბლეის წევრი მანშიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 აპრილი, 1848 – 3 დეკემბერი, 1851
წინამორბედილენორ-ჟოზეფ ჰავინი
მემკვიდრეხარვი დე კერგორლაი

ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის წევრი მანშიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მარტი, 1839 – 23 აპრილი, 1848
წინამორბედიჟული პოლიდორ ლი მაროსი
მემკვიდრეგაბრიელ-ჟოზეფ ლემონდასი

დაბადებული29 აგვისტო, 1805
პარიზი, საფრანგეთის პირველი იმპერია
გარდაცვლილი16 აპრილი, 1859 (53 წლის)
კანი, საფრანგეთის მეორე იმპერია
მოქალაქეობასაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ეროვნებაფრანგი
პოლიტიკური პარტიაწინააღმდეგობის პარტია
(1839–1848)
წესრიგის პარტია
(1848–1851)
მამაარვე კლერელ დე ტოკვილი
დედალუიზა ლე პელეტიე დე როსანბო
მეუღლემარი მოტლი (ქ. 1835)
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
პროფესიაისტორიკოსი, მაგისტრატი, იურისტი
რელიგიაკათოლიკე

ცნობილია თავისი ნამუშევრებით, როგორიცაა „დემოკრატია ამერიკაში“ (გამოიცა ორ ტომად 1835 და 1840 წლებში) და „ძველი რეჟიმი და რევოლუცია“ (1856). ორივე ნაშრომში, მან გააანალიზა ინდივიდუალური პირების გაუმჯობესებული ცხოვრების სტანდარტები და სოციალური პირობები, ასევე მათი ურთიერთობა ბაზართან და სახელმწიფოსთან დასავლურ საზოგადოებაში. დემოკრატია ამერიკაში დაიბეჭდა ტოკვილის აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ და დღესდღეობით სოციოლოგიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში მნიშვნელოვან ადრეულ ნამუშევრად ითვლება.

ტოკვილი აქტიური იყო საფრანგეთის პოლიტიკაში, თავიდან ივლისის მონარქიის დროს (1830-48) და შემდეგ მეორე რესპუბლიკის (1849-51) პერიოდში, რომელიც წარმატებით დამყარდა 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. მეორე რესპუბლიკის პერიოდში, ტოკვილი ხუთი თვით იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. მან აქტიური პოლიტიკა მას შემდეგ დატოვა, რაც 1851 წლის 2 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ლუი ბონაპარატემ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და თავი იმპერატორ ნაპოლეონ III-დ გამოაცხადა[3]. პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის შემდგომ ტოკვილმა გამოსცა „ძველი რეჟიმი და რევოლუცია“, რომელშიც ის საფრანგეთის რევოლუციის მიზეზებს აანალიზებს.[4]

ტოკვილი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა იყო საფრანგეთის სახელმწიფოს მოდერნიზაციისა და ცენტრალიზაციის პროცესის ხაზის გაგრძელება, რომელიც მეფე ლუი XIV-ის დროს დაიწყო. რევოლუციის მარცხი, განპირობებულიყო დეპუტატების გამოუცდელობით, რომლებიც ძალიან ჰარმონიულად იყენებდნენ განმანათლებლობის იდეალებს. ტოკვილი კლასიკური ლიბერალი იყო, რომელიც მხარს უჭერდა საპარლამენტო ხელისუფლებას, მაგრამ სკეპტიკურად უყურებდა დემოკრატიის უკიდურესობას.[4]

ცხოვრება რედაქტირება

ალექსის დე ტოკვილი დაიბადა 1805 წელს პარიზში, ნორმანდიულ არისტოკრატთა ოჯახში. ტოკვილის მამა, არვე დე ტოკვილი განსხვავებით მრავალი სხვა ფრანგი არისტოკრატისგან რევოლუციის პერიოდში ემიგრაციაში არ წასულა და ამავდროულად გადაურჩა რევოლუციის შემდგომ რეპრესიებსაც. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციისდროინდელმა რეპრესიებმა არვეს წარუშლელი დაღი დაასვა — ის 24 წლის ასაკში გაჭაღარავდა — მატერიალური თვალსაზრისით რევოლუცია მისთვის მომგებიანი იყო. მშბობლების გამოკლებით, ალექსის დე ტოკვილის ოჯახის თითქმის ყველა წევრმა სიცოცხლე გილიოტინაზე დაამთავრა, ხოლო მათი ქონების მემკვიდრე არვე გახდა, რამაც მისი და ალექსისის უზრუნველი მატერიალური მდგომარეობა განაპირობა.

1815 წელს ბურბონთა მონარქიის რესტავრაციის შემდგომ არვე დე ტოკვილი მაღალი რანგის საჯარო მოხელე გახდა, რომელიც 1820-1830-იან წლებში საპარლამენტო დებატებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა და თავისი სიცოცხლის მანძილზე ალექსის დე ტოკვილისთვის მრჩევლის როლს ასრულებდა.

ტოკვილის დედა, ლუიზე-მედელეინ ლე პელეტიე დე როსანბო, აგრეთვე არისტოკრატულ წარმომავლობის იყო. განსხვავებით ტოკვილის მამის ოჯახისგან, რომელიც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა დიდებულთა რანგს და არისტოკრატიის სამხედრო კასტას წარმოადგენდა, ტოკვილის დედის წინაპრები სამეფო ადმინისტრაციის ეშელონებში წინსვლით შეუერთდა არისტოკრატთა ფენას. ტოკვილის მშობლები 1793 წლის მარტში შეუღლდნენ, ლუი XVI-ს სიკვდილით დასჯიდან ორი თვის თავზე. არისტოკრატთა განსხვავებული კასტის წარმომადგენლებს შორის ქორწილი (ხმლის არისტოკრატია და მანტიის არისტოკრატია) მხოლოდ რამდენიმე წლით ადრე საკმაოდ პრობლემური იქნებოდა, თუმცა 1793 წელს მსგავსი საკითხებისთვის არისტოკრატიას აღარ ცხელოდა, გამომდინარე იქედან, რომ მთელი დიდებულთა ფენთა ეჭვმიტალინი იყო რევოლუციის წინააღდეგ შეთქმულებაში: დანაშაული, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა. ტოკვილი ახლოს იყო დედის ოჯახთან. მისთვის სამაგალითო იყო დიდი ბაბუა დედის მხრიდან: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმატორი რევოლუციამდელ საფრანგეთში, რომელიც არ ერიდებოდა სამეფო ბიუროკრატიის „დესპოტიზმის“ განკიცხვასა და ახლო კავშირს ინარჩუნებდა განმანათლებლობის ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებთან, როგორებიც არიან დენის დიდერო და ფრიდრიხ მელქიორ გრიმი.

საფრანგეთის ისტორიაში მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი გარდამტეხი პერიოდია: ძველი ფეოდალური რეჟიმი (Ancien regime), რომელსაც ტოკვილი არისტოკრატიად მოიხსენიებს, საფრანგეთის რევოლუციის შედეგად ნელ-ნელა წარსულს ბარდება, თუმცა ახალი რეჟიმი (ტოკვილის ტერმინოლოგიით, დემოკრატია) ჯერ კიდევ არ არის მყარად დაფუძნებული. ამგვარ ისტორიულ პერიოდში მოღვაწეობამ გააღვიძა ტოკვილის ინტერესე არისტოკრატიიდან დემოკრატიაში ისტორიული ტრანზიციის და ამ ეპოქის საფრანგეთის მთავარი პოლიტიკური პრობლემის მიმართ: როგორი პოლიტიკური რეჟიმია ყველაზე სასურველი საფრანგეთისთვის და მისი მთავარი პოლიტიკური ღირებულების — თავისუფლებისთვის[5].

1828 წელს ტოკვილმა გაიცნო მარი მოტლი, რომელიც 1835 წელს შეირთო ცოლად. 1829 წელს ის ესწრება გუიზოს ლექციებს საფრანგეთის ისტორიის შესახებ. 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდგომ ის იწყებს მოგზაურობას აშშ-ში თავის მეგობარ გუსტავ დე ბომონთან ერთად, რათა შეისწავლოს ამერიკული სასჯელაღსრულების რეფორმა. 1833 წელს ის აქვეყნებს ანგარიშს აშშ-ს სასჯელაღსრულების რეფორმაზე, რომელიც მალევე ითარგმნება ფრანგულიდან ინგლისურზე. 1835 ის აქვეყნებს დემოკრატია ამერიკაში-ს პირველ ტომს. 1835 ის მოგზაურობს ინგლისსა და ირლანდიაში. 1837 ის კანდიდირებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მარცხდება მეორე ტურში. 1838 წელს ტოკვილს ირჩევენ მორალური და პოლიტიკური მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1839 ის მეორედ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და იმარჯვებს პირველ ტურში. 1849 წლამდე ტოკვილი პარლამენტის მუდმივ წევრად რჩება. 1840 წელს ქვეყნდება დემოკრატია ამერიკაში-ს მეორე ტომი. 1841 წელს ის მოგზაურობს ალჟირში. 1841 წელსვე მას ირჩევენ საფრანგეთის აკადემიის წევრად. 1846 ის მეორედ მოგზაურობს ალჟირში. 1848 წლის 27 იანვარს ის გამოდის სიტყვით პარლამენტში, სადაც ის წინასწარმეტყველებს რევოლუციის მოსვლას, რომელიც 22 თებერვალს იწყება და სრულდება მონარქიის დამხობითა და მეორე რესპუბლიკის დამყარებით. 1848 წელს ტოკვილს ირჩევენ ახალი საკონსტიტუციო ასამბლეის საკონსტიტუციო კომიტეტის წევრად. ტოკვილი ეწინააღდეგება ლუი ნაპოლეონის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, თმცა ლუი ნაპოლეონი ხმათა 74 პროცენტით არჩევნებში იმარჯვებს. 1849 წელს ტოკვილი ხდება ლუი ნაპოლეონის საგარეო საქმეთა მინისტრის ოდიონ ბაროს კაბინეტში. მოწვევიდან ხუთი თვის შემდეგ ლუი ნაპოლოენი კაბინეტს შლის. 1850 წელს პირველად იჩენს თავს ტუბერკულიოზის სიმპტომები, რაც ტოკვილს უბიძგებს რევოლუციის (1893) მუშაობას. 1851 წლის 2 დეკემბერს ლუი ნაპოლეონი სამხედრო გზით აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას; ეროვნული ასამბლეის 200 სხვა მაპროტესტებელ წევრთან ერთად ტოკვილს აკავებენ და ორი დღით ამწყვდევენ ციხეში, რის შემდეგაც ტოკვილი ტოვებს პოლიტიკას. 1852 ლუი ნაპოლეონი აცხადებს საფრანგეთის მეორე იმპერიას და საკუთარ თავს უწოდებს იმპერატორ ნაპოლეონ მესამეს. 1852 წელს ტოკვილი იწყებს მასალების შეგროვებას ძველი რეჟიმი და რევოლუციის დასაწერად, რომელიც 1856 წელს ქვეყნდება. ტოკვილი გარდაიცვალა 1859 წლის 16 აპრილს.

ადრეული წლები (1806–1823) რედაქტირება

16 წლის ასაკში ტოკვილმა პირველად დაიწყო ფორმალური განათლების მიღება, მეცის სამეფო კოლეჯში. კოლეჯში სწავლისას ტოკვილმა პირველად გაიაზრა, თუ რა ეჭვის თვალით უყურებდა ბურჟუაზიული კლასი არისტოკრატიას, და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ფრანგული საზოგადოების არა-არისტოკრატულ ნაწილთან კავშირის გაბმა. თვალსაჩინოებისთვის, კოლეჯში ტოკვილი დაუმეგობრდა იუჯინ სტოფელს, მოკრძალებული წარმომავლობის მოსწავლეს.

დემოკრატია ამერიკაში (1835, 1840) რედაქტირება

1831 წელს ტოკვილმა და მისმა მეგობარმა გუსტავ დე ბომონმა, რომელიც ვერსალის სასამართლოში მეფის პროკურორის თანამდებობას იკავებდა, საფრანგეთის მთავრობისგან მიიღეს დავალება შეესწავლათ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში მსგავსი რეფორმის შესაძლო გატარებისთვის იდეების შესაგროვებლად. ტოკვილმა და ბომონმა ნიუ-იორკში 1831 წლის მაისში ჩააღწიეს და შემდგომი თითქმის ათი თვე აშშ-ს სხვადასხვა შტატებში გაატარეს. როგორც შემდგომში ბომონი იხსენებდა, სასჯელაღსრულების რეფორმა უფრო საბაბი იყო ვიდრე რეალური მიზანი ამ ფართომასშტაბიანი მოგზაურობის წამოსაწყებად. მათი მოგზაურობის განმავლობაში, ორივე ახალგაზრდა ფრანგმა „ახალი მსოფლიო“ გაიცნეს, შეხვდნენ პიონერ მოსახლეებსა და აბორიგენ მაცხოვრებლებს, ნახეს ცივილიზაციის საზღვრები და დაუსახლებელი სივრცეები. მათ გამოსცადეს ყოველდღიურობა თანამედროვე დემოკრატიაში, თავისუფალი და თანასწორი ხალხის საზოგადოებაში, რომელიც აგრეთვე კოლონიზაციასა და მონობასაც იცნობდა.

სხვა ნაშრომები რედაქტირება

თხუთმეტი დღე ველურ ბუნებაში (1866) რედაქტირება

თხუთმეტი დღე ველურ ბუნებაში არის ესსეს, რომელიც ტოკვილმა ამერიკაში მოგზაურობის დროს დაწერა და წარმოადგენს დემოკრატია ამერიკაში-ს ერთგვარ წინამორბედს. ესსე პირველად 1866 გამოსცა გუსტავ დე ბომონმა, ტოკვილის გარდაცვალების შემდგომ. ესსეში ტოკვილი პირველად ავლენს თავისი პოლიტიკური თეორიის კონტურებსა და ინტერესის ერთ-ერთ მთავარ ობიექტებს: ამერიკული საზოგადოების წეს-ჩვეულებებსა და მათ მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.

ესსე ეფუძნება ტოკვილისა და ბომონის მოგზაურობას ველურ ბუნებაში, რომელსაც საფუძვლად ედო მათი რწმენა, რომ ამერიკული საზოგადოების მატერიალური კეთილდღეობა დაუსახლებელი ტერიტორიის სიუხვით აიხსნებოდა. ესსე-ს მთავარ ლეიტმოტივად მიუყვება კონტრასტი ველურ ბუნებასა და არსებულ თუ მომავალ ცივილიზებულ საზოგადოებებს შორის. ესსეში ტოკვილის მთავარ თემას წარმოადგენს ორაზროვნობა: პიონერი თავისუფალია, თუმცა აგრეთვე მარტოსული; დაუმუშავებელი მიწის ათვისება და მისი მაცხოვრებლების „ცივილიზება“ აგრეთვე ნიშნავს მისი იდენტობის განადგურებას; საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურად თანასწორია, ქმნის იერარქიებს, რომელთაც კანის ფერისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების კლასიფიკაცია უდევს საფუძვლად.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Tocqueville“. Random House Webster’s Unabridged Dictionary.
  2. Welch, Cheryl B. (2006). {{{title}}}, გვ. 1. 
  3. Aron, Raymond (1965). Main Currents in Sociological Thought: Volume One, გვ. 185. 
  4. 4.0 4.1 Hansen, Paul R. (February 2009). Contesting the French Revolution. Wiley-Blackwell, გვ. 3. ISBN 978-1-4051-6084-1. 
  5. Janara, L. (2014). Tocqueville, Alexis de (1805–59). In The Encyclopedia of Political Thought (pp. 3703–3716). John Wiley & Sons, Ltd. https://doi.org/10.1002/9781118474396.wbept1002
  6. Tocqueville in den Vereinigten Staaten (2013).