ალექსეი გონჩარუკი

ალექსეი ვალერის ძე გონჩარუკი (უკრ. Олексій Валерійович Гончарук; დ. 7 ივლისი, 1984 წელი, ვინიცის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ)[1][2] — უკრაინის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი.

ალექსეი გონჩარუკი
ალექსეი გონჩარუკი
უკრაინის მე-17 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 აგვისტო, 2019 – 4 მარტი, 2020
პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი
წინამორბედივლადიმერ გროისმანი
მემკვიდრედენის შმიგალი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 მაისი – 29 აგვისტო, 2020
პრეზიდენტივოლოდიმირ ზელენსკი

დაბადებული7 ივლისი, 1984
ვინიცის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიაუპარტიო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 29 აგვისტოდან 2020 წლის 4 მარტამდე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე 2019 წლის 21 მაისიდან 29 აგვისტომდე.[3]

ბიოგრაფია რედაქტირება

ოჯახი რედაქტირება

მამა — ვალერი იურის ძე გონჩარუკი, იყო ჯარისკაცი, მსახურობდა ერაყში. დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო კატასტროფაში.[4]

დედა — ტატიანა გონჩარუკი, მედიკოსი. როდესაც ალექსეი იყო 16 წლის, მისი დედა წავიდა სამუშაოდ იტალიაში და აქვე ცხოვრობს[5][6].

განათლება რედაქტირება

დაამთავრა №2 საშუალო სკოლა ქალაქ გოროდნიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვლადიმერ დიდის სახელობის სამართლის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა იურისპრუდენციის სპეციალობით. 2012 წელს დაამთავრა სახელმწიფო მმართველობის ეროვნული აკადემია. არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი.[7]

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

მონაწილეობა მიიღო 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „ხალხის ძალის“ სიით, რომელმაც ხმების 0,11% მიიღო და ვერ გადალახა ბარიერი.[8][9]

2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე იყო ეკოლოგიის მინისტრის იგორ შევჩენკოს მრჩეველი.[10] შემდეგ გახდა ვიცე-პრემიერ-მინისტრის სტეფან კუბივის მრჩეველი.[11] ალექსეი გონჩარუკი ასევე არის მემარჯვენე-ლიბერალური პარტიის „ხალხი მნიშვნელოვანიას“ თანადამფუძვნებელი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Гончарук Алексей. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021
  2. 10 фактов о премьер-министре Украине Алексее Гончаруке - новости Еспресо TV | Украина. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021
  3. „Новий заступник глави АП Гончарук відповідатиме за економіку“. www.ukrinform.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. https://www.youtube.com/watch?v=nMAMvqI44_Y&ab_channel=ЖВЛ
  5. https://www.youtube.com/watch?v=nMAMvqI44_Y&ab_channel=ЖВЛ
  6. https://www.youtube.com/watch?v=-2wv4j_lc7s
  7. Алексей Гончарук | Спикеры | Kyiv International Economic Forum. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021
  8. „Чем известен Алексей Гончарук“. www.kommersant.ru (რუსული). 27 აგვისტო, 2019. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Зеленский определился с премьер-министром – источники“. Украинская правда (რუსული). ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  10. „Зеленский определился с премьер-министром – источники“. Украинская правда (რუსული). ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. „Чем известен Алексей Гончарук“. www.kommersant.ru (რუსული). 27 აგვისტო, 2019. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)