ალექსანდრე I (იუგოსლავია)

ალექსანდრე პირველი,[1] ასევე ცნობილი როგორც ალექსანდრე უნიფი[2]-1914 წლიდან იყო სერბეთის სამეფოს პრინცი, მოგვიანებით კი იუგოსლავიის მეფე 1921 წლიდან 1934 წლამდე. იგი მოკლეს საფრანგეთში, მარსელში, სახელმწიფო ვიზიტის დროს.[3]

ალექსანდრე I
ალექსანდრე I
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1929 წლის 3 ოქტომბერი - 1934 წლის 9 ოქტომბერი
წინამორბედიპეტრე I

დაბადებული1888 წლის 16 დეკემბერი
ცეტეჯი, ჩერნოგორია
გარდაცვლილი1934 წლის 9 ოქტომბერი
მარსელი, საფრანგეთი
მამაპეტრე I
დედაზორკა
რელიგიამართლმადიდებელი

იუგოსლავიის სამეფო მდებარეობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ჩერნოგორიის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული სახელწოდება მიიღო 1929 წლის 6 იანვარს. მანამდე ეწოდებოდა სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო.

ალექსანდრე I(1918)

ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი (1888-1934 წლები) ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებდა სამშაბათ დღეს მონაწილეობა მიეღო რაიმე სახის საჯარო ღონისძიებაში. სერბი მონარქის ეს უცნაური გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ ტრაგედიით, რომელიც მას თავს დაატყდა: ოჯახის სამი წევრი იუგოსლავიის მეფემ სწორედ რომ კვირის ამ დღეს დაკარგა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ბოლოს და ბოლოს კი, კარაგეორგიევიჩმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ტრადიციად ქცეულ „ცრურწმენით” აღსავსე ჩვევაზე უარი თავისივე ნებით განეცხადებინა. ბედის ირონიით, მარსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბული ნაციონალიზმის გულმხურვალე აპოლოგეტის – ალექსანდრე პირველისა და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის – ფრანსუა პიეტრის საქმიანი შეხვედრა 1934 წლის 9 ოქტომბერს (სამშაბათ დღეს) იქნა ჩანიშნული. მაშინ, როდესაც ალექსანდრე ნელა მოძრაობდა მანქანით ქუჩებში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუი ბარტუსთან ერთად, შეიარაღებულმა პირმა, ბულგარელმა ვლადო ჩერნოზემსკიმ, ორჯერ ესროლა მეფეს.[4]ეს დღე კი, როგორც კარაგეორგიევიჩის ოჯახის სხვა სამი დანარჩენი წევრისათვის, ტრაგიკულად იქნა დასრულებული მისთვისაც: ალექსანდრე I მოკლული იქნა მარსელში. მასთან ერთად მოკლეს ლუი ბარტუც.[5]


ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ალექსანდრე I დაიბადა 1888 წლის 16 დეკემბერს, ჩერნოგორიის სამთავროში, როგორც მეოთხე შვილი (მეორე ვაჟი). ალექსანდრე ორი წლისა იყო, როდესაც მისი დედა, პრინცესა ზორკა, გარდაიცვალა 1890 წელს გართულებებისგან, რომელიც მშობიარობას მოჰყვა. ალექსანდრეს ამ დღეს უმცროსი ძმა ანდრიჯა შეეძინა, რომელიც გარდაიცვალა 23 დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი, პეტრე სარგებლობდა რუსეთის იმპერიისგან მხარდაჭერით, ალექსანდრეს დაბადებისა და ადრეული ბავშვობის დროს, ყარაჩოვიჩის სახლი პოლიტიკურ გადასახლებაში იყო. ალექსანდრემ ბავშვობა მონტენეგროში გაატარა; ამასთან, 1894 წელს მისმა ქვრივმა მამამ ოთხი შვილი, მათ შორის ალექსანდრე, წაიყვანა ჟენევაში, სადაც ახალგაზრდამ დაასრულა დაწყებითი განათლება. იქ ალექსანდრეს დიდ პატივს სცემდნენ და კარგად ეპყრობოდნენ. იგი იყო შრომისმოყვარე და იშვიათად აჩვენებდა თავის გრძნობებს. იქ ყოფნის დროს, ნიკოლოზ II-მ ალექსანდრე ზამთრის სასახლეში მიიწვია, რაც დიდი პატიცი იყო მისთვის. პეტერბურგში ყოფნის დროს ალექსანდრე ეწვია ალექსანდრე ნეველის სახელობის მონასტერს, სადაც აბატმა მას ნევსკის ხატი აჩუქა. მონასტერში ვიზიტის შემდეგ ალექსანდრემ გამოთქვა სურვილი, რომ ყოფილიყო ისეთი დიდი გენერალი, როგორიც იყო მარშალ სუვოროვი ან პრინცი ალექსანდრე ნევსკი და აღნიშნა, რომ მას სურდა, კაცი ყოფილიყო, რომელიც დიდ ჯარს ან დიდ არმადას მეთაურობდა.

1903 წელს, სანამ ახალგაზრდა გიორგი და ალექსანდრე სკოლაში იმყოფებოდნენ, მათმა მამამ და შეთქმულებმა მოაწყვეს სისხლიანი გადატრიალება სერბეთის სამეფოში.

ალექსანდრეს 58 წლის მამა სერბეთის მეფე გახდა, რის შედეგადაც გიორგი და ალექსანდრე დაბრუნდნენ სერბეთში, სწავლის გასაგრძელებლად. როდესაც ალექსანდრე 15 წლის გახდა, მამამ იგი შეიყვანა სამეფო სერბთა არმიაში.

პრინც ალექსანდრეს ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იყო 1909 წლის 27 მარტი, როდესაც მისმა უფროსმა ძმამ, გიორგიმ საჯაროდ უარი თქვა ტახტზე ზეწოლის შედეგად. ყველას სჯეროდა, რომ პრინცი ალექსანდრე იუგოსლავიის ღირსეული მეფე იქნებოდა. [6]

1910 წელს პრინცი ალექსანდრე კინაღამ გარდაიცვალა კუჭის ტიფისაგან, მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩა მუცლის პრობლემები. პირველი ბალკანეთის ომის დასრულების შემდეგ ალექსანდრემ შეასრულა დიპლომატის როლი, იგი ჩავიდა ბულგარეთში ბალკანეთის ლიგის საიდუმლო მოლაპარაკებისთვის. ალექსანდრე გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში, ნიკოლოზ II- ის სანახავად, რუსეთის შუამდგომლობის სათხოვნელად გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც ჰყოფდნენ სერბებსა და ბულგარელებს. 1912 წლის მარტში სერბეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს ალიანსს, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა საბერძნეთი.

 

იუგოსლავიის მეფობა რედაქტირება

ალექსანდრემ მხარი აუბა მიწისადმი ფართო მოთხოვნილებას. ეს იყო მისი პირველი მოქმედება, როგორც სამეფოს ახალი რეგენტისა. 1919 წლის 25 თებერვალს ალექსანდრემ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ საკითხთან დაკავშირებით: დაახლოებით ორი მილიონი ჰექტარი მიწა გადაეცა ნახევარ მილიონ გლეხურ ოჯახს, თუმცა ამ რეფორმის განხორციელება ძალიან ნელი ნაბიჯებით მიმდინარეობდა. მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში მესაკუთრეთა უმრავლესობა, რომლებიც მიწას კარგავდნენ, იყვნენ მაჰმადიანები, ხოლო ისინი, ვინც ღებულობდნენ, ძირითადად - ქრისტიანები. ორივე ადგილას მიწის რეფორმა აღიქმებოდა, როგორც თავდასხმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებაზე. ხორვატიაში, სლოვენიასა და ვოევოდინაში, მესაკუთრეთა უმეტესი ნაწილი, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი მიწა, იყვნენ ავსტრიელი ან უნგრელი თავადაზნაურები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ ცხოვრობდნენ იმ ადგილებში. შესაბამისად, დიდი დანაკლისიც არ ყოფილა მათთვის მიწის დაკარგვა. პოლიტიკური რეპრაქციები ალექსანდრემ განახორციელა მაკედონიასა და ბოსნიაში, სადაც ცხოვრობდნენ ალბანელი და ბოსნიელი მუსლიმი მემამულეები. [7]

1920-იანი წლების იუგოსლავიის მთავარი მტერი იყო ფაშისტური იტალია.

1921 წლის აგვისტოში, მამის გარდაცვალებისის შემდეგ, ალექსანდრემ მემკვიდრეობა მიიღო სერბთა, ხორვატებისა და სლოვენიის სამეფოს ტახტზე. რადგან ალექსანდრე არ ინახავდა დღიურს ან არ წერდა მოგონებებს, ისტორიკოსმა ბრიჯიტ ფარლიმ დაწერა, რომ ალექსანდრეს ნებისმიერი ბიოგრაფია ადვილად შეიძლება იყოს სათაურით "მეფე ალექსანდრეს ძებნაში", რადგან ის რჩება, როგორც შეუცნობელი ფიგურა. საგარეო პოლიტიკაში ალექსანდრე მხარს უჭერდა 1918-19 წლებში შექმნილ საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებას, ხოლო 1921 წელს იუგოსლავია შეუერთდა ჩეხოსლოვაკიასა და რუმინეთს, რათა დაეცვათ უნგრეთი.

1922 წლის 8 ივნისს ალექსანდრე დაქორწინდა რუმინეთის პრინცესა მარიაზე, რომელიც რუმინეთის ფერდინან I- ის ქალიშვილი იყო. მათ შეეძინათ სამი ვაჟი: პრინცები: პეტრე, ტომსლავი და ანდრეჯი. [8]

ალექსანდრეს სურდა ხორვატებთან განცალკევება და ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზად თვლიდა მშვიდობიანი გზით განცალკევებას, როგორც ამას შვედეთი და ნორვეგია აკეთებდა.

1928 წლის 1 დეკემბერს ტრიუნის სამეფოს სერბების, ხორვატებისა და სლოვენიების სამეფოს დაარსების 10 წლის იუბილეზე დღესასწაულებმა, რომლებიც მთავრობამ მოაწყო, გამოიწვია აჯანყება.

1929 წლის 6 იანვრამდე, სერბების, ხორვატებისა და სლოვენიის სამეფო იყო საპარლამენტო მონარქია. იმ დღეს, მეფე ალექსანდრე I- მა გააუქმა ვიდოვანის კონსტიტუცია (მიღებული 1921 წელს), მოაწყო ეროვნული კრება და შემოიღო პირადი დიქტატურა (ე.წ. 6 იანვრის დიქტატურა). მან ოფიციალურად დაარქვა იუგოსლავიის სამეფო ქვეყანას სახელი 1929 წლის 3 ოქტომბერს და განაგრძო მმართველობა, როგორც აბსოლუტურმა მონარქმა. მისი მკვლელობის შემდეგ, საპარლამენტო მონარქია აღდგა.1929 წლის 6 იანვარს იუგოსლავიის მეფემ ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, გააუქმა 1921 წლის კონსტიტუცია, დაშალა პარლამენტი და აკრძალა ყველა ნაციონალისტური ორგანიზაციის საქმიანობა.

იუგოსლავიის სამეფო დამარცხდა 1941 წლის 17 ააპრილს გერმანელთა შემოსევის შემდეგ. მონარქია ოფიციალურად გაუქმდა 1945 წლის 29 ნოემბერს.

ბალკანეთის ომები რედაქტირება

ალექსანდრე პირველი 1912 წლის მარტში შეხვდა 10 მაღალჩინოსანს, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ დაესრულებინათ ყველა შიდა კონფლიქტი და დაეწყოთ ეროვნული მიზნების რეალიზაცია.

1912 წლის პირველ ბალკანეთის ომში, კუმანოვასა და ბელორუსიაში მან გაიმარჯვა.[9] მისი ერთ – ერთი ყველაზე სანუკვარი მომენტიც დადგა, როდესაც მან ოსმალეთი კოსოვოდან გააძევა. პირველი ბალკანეთის ომის შემდგომ პერიოდში მაკედონიაზე გამარჯვებულებს შორის წარმოიშვა დავა, ხოლო სერბეთმა და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს ალიანსს ბულგარეთის წინააღმდეგ. მოგვიანებით, 1913 წელს, მეორე ბალკანეთის ომის დროს, ალექსანდრე სარდლობდა სერბთა არმიას ბრეგალიკის ბრძოლაში, ბულგარელთა წინააღმდეგ. ოსმალეთის გაძევების შემდეგ, პრინც ალექსანდრეს ადგილობრივი მოსახლეობა ყვავილებით შეხვდა.

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე გახდა სერბიის რეგენტი.[10]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Passmore, Kevin (2003). Women, gender, and fascism in Europe, 1919-45. Manchester University Press. ISBN 0-7190-6083-4 p.104
  • Bakić, Dragan (2017). "Regent Alexander Karadjordjević in the First World War". Balcanica. XLVIII: 193.
  • The assassination was attributed to the Croatian Ustashi organization, mortal enemies of Serbian domination, but it was established that the actual assassin was Bulgarian, the IMRO member Tchernozemski, alias "Vlado the Chauffeur.Crown of Thorns: The Reign of King Boris III of Bulgaria, 1918-1943, Stephane Groueff,➞Madison Books, 1998, ISBN 1461730534 , p.224
  • Živojinović, Dragoljub R., "King Peter I Karadjordjević," I – III, Belgrade, 1990. ISBN 86-13-00494-6
  • Gligorijević, Branislav (2010). https://www.knjizara.com/Kralj-Aleksandar-I-Karadjordjevic-Branislav-Gligorijevic-151595 (1-3). Zavod za udžbenike i nastavna sredstva. p. 1186.


ინტერნეტ რესურსები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Aleksandar I Karađorđević (Serbian Cyrillic: Александар I Карађорђевић, pronounced [https://en.wikipedia.org/wiki/Help:IPA/Serbo-Croatian) Alternative pronunciations of 'Aleksandar' and 'I' are [alěksaːndar]and [pr̩̂ːʋiː], respectively.
  2. Passmore, Kevin (2003). Women, gender, and fascism in Europe, 1919-45. Manchester University Press. ISBN 0-7190-6083-4 p.104
  3. Gligorijević, Branislav (2010). https://www.knjizara.com/Kralj-Aleksandar-I-Karadjordjevic-Branislav-Gligorijevic-151595 (1-3). Zavod za udžbenike i nastavna sredstva. p. 1186.
  4. The assassination was attributed to the Croatian Ustashi organization, mortal enemies of Serbian domination, but it was established that the actual assassin was Bulgarian, the IMRO member Tchernozemski, alias "Vlado the Chauffeur. Crown of Thorns: The Reign of King Boris III of Bulgaria, 1918-1943, Stephane Groueff, Madison Books, 1998, ISBN 1461730534 , p.224
  5. https://www.britishpathe.com/video/assassination-of-king-alexander/query/king+alexander+assassination
  6. Bakić, Dragan (2017). "Regent Alexander Karadjordjević in the First World War". Balcanica. XLVIII: 193.
  7. Crampton, Richard (1997). https://archive.org/details/easterneuropeint00cram London: Routledge.
  8. https://www.pinterest.com/pin/363313894911423476/
  9. https://en.wikipedia.org/wiki/Balkan_Wars
  10. Živojinović, Dragoljub R., "King Peter I Karadjordjević," I – III, Belgrade, 1990. ISBN 86-13-00494-6