ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)

ალექსანდრე III (გ. 1660) — იმერეთის მეფე 1639-1660. გიორგი III-ის უფროსი შვილი. ებრძოდა გაძლიერებულ ფეოდალურ ანარქიას. მხარს უჭერდა თავის სიმამრს თეიმურაზ I-ს (ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ქალიშვილი დარეჯანი, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი) ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეიმურაზის გავლენით ურთიერთობა დაამყარა მოსკოვის სახელმწიფოსთან და რამდენიმეჯერ (1649, 1651, 1656) გაგზავნა ელჩები. 1651 წლის 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს.

ალექსანდრე III

კრისტოფორო დე კასტელის ნახატი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1639
მმართ. დასასრული: 1660
წინამორბედი: გიორგი III
მემკვიდრე: ბაგრატ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1609
გარდ. თარიღი: 1660
მეუღლე: 1. თამარი, მამია გურიელის ასული
2.დარეჯანი
შვილები: ბაგრატ IV
თინათინი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი III
დედა: თამარი

ალექსანდრე III ოცი წლის მანძილზე ებრძოდა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს. 1657 წელს კი, როდესაც ლევან II გარდაიცვალა, გაილაშქრა ოდიშზე, გადააყენა ლიპარიტ დადიანი და მთავრად თავისი ერთგული კაცი ვამეყ III დადიანი დანიშნა (1658), გურიის მთავრადაც თავისი მომხრე დემეტრე სიმონის ძე დასვა. ამით ორივე სამთავრო დაიმორჩილა და შეძლო დროებით განემტკიცებინა იმერეთის საშინაო მდგომარეობა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), [წგნ.] 2, თბ., 1965
წინამორბედი:
გიორგი III
იმერეთის მეფე
1639 - 1660
შემდეგი:
ბაგრატ IV