ალექსანდრე ფრიდმანი

ალექსანდრე ფრიდმანი (რუს. Алекса́ндр Алекса́ндрович Фри́дман; დ. 16 ივნისი, 1888, პეტერბურგი — გ. 16 სექტემბერი, 1925, პეტერბურგი) — რუსი და საბჭოთა მათემატიკოსი, ფიზიკოსი და გეოფიზიკოსი.

ალექსანდრე ფრიდმანი
რუს. Александр Александрович Фридман
დაბ. თარიღი 16 ივნისი, 1888(1888-06-16)[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი, 1925(1925-09-16)[2] [1] [3] [4] (37 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
დასაფლავებულია სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო[5]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მეტეოროლოგი და მეცნიერი[6]
მუშაობის ადგილი პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , ვოეიკოვის სახელობის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორია[1] და სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის მეორე გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები ვლადიმერ ფოკი, ნიკოლოზ კოჩინი, ილია კიბელი და გიორგი გამოვი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მამა ალექსანდრე ფრიდმანი
დედა Ludmila Ignatievna Friedmann
ჯილდოები წმინდა გიორგის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, Order of Saint Vladimir 4th class with swords and bow, IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი და ოქროს ხმალი მამაცობისათვის
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ალექსანდრე ფრიდმანი დაიბადა 1888 წლის 17 ივნისს პეტერბურგში, მუსიკოსების ოჯახში: მამა კომპოზიტორი, ხოლო დედა, წარმოშობით ჩეხი, ლუდმილა ვოიტჩეკი, მუსიკის მასწავლებელი. ალექსანდრე ფრიდმანი ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე იყო, როცა თავის მეგობართაბ ი. ტამარკინთან ერთად 1906 წელს გამოაქვეყნა პირველი მეცნიერული შრომა, რომელიც ბერნულის რიცხვთან იყო დაკავშირებული.

1910 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე ფრიდმანი დატოვეს მათემატიკის კათედრაზე. ამ პერიოდიდან იწყება მისი პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობა. მრავალი წლის განმავლობაში იგი კითხულობდა უმაღლესი მათემეტიკისა და მექანიკის კურსებს პეტერბურგის სხვადასხვა ტექნიკურ ინსტიტუტებში. 1918 წელს იგი პროფესორად აირჩიეს, ხოლო შემდეგ პერმის უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწედ გადაიყვანეს.

ალექსანდრე ფრიდმანის შრომები რედაქტირება

1911 წელს ფრიდმანი აქვეყნებს შრომას, რომელშიც იძლევა ლაპლასის განტოლებათა განსაკუთრებული სახის კერძო ამოხსნებს. ამავე დროს ფრიდმანს იტაცებს გამოყენებითი ხასიათის საკითხები. მათემატიკური ანალიზის ზუსტი მეთოდების გამოყენებით იგი წერს შრომას „თვითმფრინავის თეორიისათვის“. 1913 წელს ფრიდმანი მ. პეტელინთან ერთად სწავლობს ჰიდროდინამიკის მნიშვნელოვან საკითხებს პულსირებული სფეროების შესახებ. ფრიდმანმა მუშაობა დაიწყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მთავარ ფიზიკურ ობსერვატორიაში ბ. გოლიცინის ხელმძღვანელობით. ობსერვატორიაში იგი მუშაობდა ძირითადად აეროდინამიკის საკითხებზე, რომელთა შესწავლის მიზნით მიავლინეს ლაიფციგში პროფესორ ბერკნესის მეთოდების გასაცნობად. ამავე წლის ზაფხულში მონაწილეობას იღბს აეროლოგიური დაკვირვებების მზადებაში, რომელიც უნდა მომხდარიყო 1914 წლის აგვისტოში მზის სრული დაბნელების დროს. ამავე წლის შემოდგომაზე ფრიდმანი ნებაყოფლობით ჩაეწერა საავიაციო რაზმში, რათა აეროლოგიური დაკვირებები ეწარმოებინა თვითმფრინავიდან.

ლაიფციგში ფრიდმანი დაუახლოვდა ცნობილ გერმანელ მეტეოროლოგს ტ. ჰესელბერგს. მასთან ერთად ფრიდმანმა დაწერა სტატია, რომელშიც განხილულია სხვადასხვა მეტეოროლოგიური ელემენტის სიდიდეთა რიგი და მათი წარმოებულები დროითა და კოორდინატებით. 1915 წლის გაზაფხულზე ფრიდმანმა რუსული ჯარის სხვადასხვა რაზმებთან ჩამოაყალიბა ცენტრალური და მრავალი რიგითი აეროლოგიური სადგური. 1916 წელს ფრიდმანი გადაყვანილ იქნა კიევის მფრინავთა სამხედრო სკოლის მასწავლებლად აერონავიგაციაში.

1917 წელს ფრიდმანი აქტიურ მონაწილეობას იღებს მოსკოვის ავიაქარხნის მშენებლობასა და მუშაობაში. იგი იყო მექანიკური კომისიის წევრი, ხოლო შემდეგ - ქარხნის დირექტორი. ამავე წელს იგი აქვეყნებს შრომებს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მარტო წმინდა გამოყენებითი მათემატიკის განვითარებაში, არამედ პრაქტიკული მექანიკის, ფიზიკისა და მეტეოროლოგიის განვითარებაშიც.

1920 წელს ფრიდმანმა პერმის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ახალ განყოფილებებს: ქიმია-მეტალურგიის, საინჟინრო, სამშენებლო და ელექტროტექნიკურს. ფრიდმანი მეტეოროლოგიის დარგში დიდ თეორეტიკოსი იყო, თუმცა მას მეცნიერული გამოკვლევების პრაქტიკული მხარეც აინტერესებდა. იგი ამბობდა, რომ გეოფიზიკა უნდა ეხმარებოდეს აეროფლოტს და აძლევდეს ყველაფერს, რაც მას შეუძლია.

1922 წელს ფრიდმანმა გამოაქვეყნა წიგნი „სამყარო როგორც სივრცე და დრო“. ფრიდმანის მოდელი და ფუნდამენტური გამოკვლევა შეასრულა გალაქტიკების წანაცვლების თეორიაში. ფრიდმანმა თავისი შესანიშნავი შრომით, „სამყარო როგორც სივრცე და დრო“, აღმოაჩინა კოსმოსური მაშტაბის მოვლენა. 1922 წელს გამოქვეყნდა ფრიდმანის შრომა „კუმშვადი სითხის ჰიდრომექანიკური ცდა“. 1925 წლის ივლისში ფრიდმანი აეროსტატით აფრინდა 7400 მ. სიმაღლეზე. იმ დროისათვის ეს რეკორდად ითვლებოდა. 1925 წელს ფრიდმანი დაინიშნა გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად.

ალექსანდრე ფრიდმანი გარდაიცვალა 1925 წლის 15 სექტემბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 456-463

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 2.2 Фридман Александр Александрович / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Find a Grave — 1996.
  6. Czech National Authority Database